in

ბუნებისა და ხელოვნების ალქიმია! – Hennessy-მ კონიაკის მე-10 გამორჩეული შეფუთვა გამოუშვა

უკვე ათი წელია, რაც Hennessy VS-ის ლიმიტირებულ სერიას უშვებს, გამორჩეული შეფუთვით. წლევანდელი “ჰენესი” განსაკუთრებულია იმითაც, რომ პირველად, ბრენდის ლიმიტირებული სერიების ისტორიაში, მისი სახე ქალი ხელოვანია, რომელსაც მსოფლიო Faith 47-ის სახელით იცნობს. თვითნასწავლი ხელოვანი ბუნებისა და ხელოვნების ურთიერთკავშირის მუდმივ ძიებაშია. ის ცდილობს შეიგრძნოს სამყაროსეული ალქიმია და ქვეყნიერებას ერთიან ორგანიზმად აღიქვამს. ამიტომაც უწოდებენ მას “დედამიწის მოქალაქეს” და იქნებ, სწორედ ეს შინაგანი თავისუფლება გაუძღვა სამხრეთაფრიკელ მეამბოხე ხელოვანს მამაკაცებით დომინირებულ გრაფიტის სამყაროში, თავისი შავ-თეთრი მურალებით, სიმბოლოებითა და მისტიკური ქმნილებებით… Faith 47-მდე, პროექტის ფარგლებში, “ჰენესიმ” ისეთ ხელოვანებთან ითანამშრომლა, როგორებიცაა Felipe Pantone, Vhils, JonOne, Shepard Fairey, Os Gemeos, Futura და Kaws.

bog
bog-mob

“ჩემი ფესვები სიღრმეებისკენ მიდის. ყველაფერი, რასაც ვსწავლობ შექმნისას მთლიანად ცხოვრებისეული გამოცდილების აკუმულაციური შედეგია,” – ამბობს ხელოვანი. სწორედ ამ მოგზაურობაში გადაეშვა ხელოვანი, ბრენდთან კოლაბორაციისას, რადგან Hennessy-ისთვის, რომლის ისტორიაც ორსაუკუნენახევარს მოითვლის, სულაც არაა რთული დროში მოგზაურობა და სამყაროსეული ალქიმიის ძიება. ეს პროექტი ორი გამჭრიახი გონის კოლაბორაციაა, რომლის ფესვებიც აზროვნების სიღრმეებში იკარგება. არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ეს თავგადასავალი თავად Faith 47-ისთვის, რომელიც აღაფრთოვანა სპირტების საგულდაგულო შერჩევის საუკუნოვანმა და კომპლექსურმა პროცესმა და ბრენდსა და სამყაროს შორის კავშირის გამყარება გადააწყვეტინა. ყოველივე ეს, შემოქმედმა თავის ნამუშევარში გადაიტანა, სადაც Hennessy სხვადასხვა ელემენტით, კოსმიური სიმბოლიკითა და ბუნების ციკლის მრავალფეროვნებით გამოსახა. ფერთა გამაც ბუნებრივი შეარჩია – ერთმანეთს ენაცვლება ატმისა და ოქროს ფერები, ზოგან მზის სხივების აკურატულ ნაკვალევსაც შეხვდებით, ამ ყველაფრის ფონზე კი, სიმბოლიკა ცარცისებური ეფექტითაა გადმოცემული და მთლიანობაში ნამუშევარი, სიძველის ელფერს ტოვებს.

პროექტის მიმდინარეობის ათი წლის განმავლობაში, ბრენდი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან ხელოვანთან თანამშრომლობდა. Hennessy-ისთვის ხელოვნება არ არის ჟანრი – ეს უფრო კულტურათა შერწყმაა და განსაკუთრებულის მუდმივი ძიებაა, რაც ევოლუციის უწყვეტი პროცესის ნაწილად მიაჩნიათ. ეს მიდგომა სრულად აისახება თავად არომატში – Faith 47-ის მიერ წარმოდგენილი Hennessy VS თბილი და სავსე ნოტებითაა გაჯერებული. VS-ში იგრძნობა გამოცდილება, ექსპრესია, სიმწიფე და ხასიათი, რაც არომატმა თაობების მანძილზე დააგროვა და სპეციალური მომენტებისთვის შემოგვინახა. იქნებ, სწორედ ამიტომაც იქცა ის დეგუსტატორების ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებად.

Hennessy-ზე ჩვენ არაერთხელ გვიამბნია. 250 წელზე მეტია, ეს დიდებული ბრენდი, რომელიც მსოფლიოს 160 ქვეყანას რჩეული გემოებით ამარაგებს, საფრანგეთის შარენტეს რეგიონში გამორჩეულ არომატებს ქმნის და სიძველის მიუხედავად, მუდმივად ახერხებს იყოს თანამედროვე. იქნებ, სწორედ ესაა ბრენდის უკვდავების საიდუმლო?!

ყოველ წელს, “ჰენესის” ლიმიტირებული სერიის დიზაინი სრულიად განსხვავდება წინა კოლაბორაციისგან. მაგალითად, 2019 წელს, ბრენდმა ფელიპე პანტონესთან ითანამშრომლა, რომელმაც მკვეთრი ფერები და თამამი კონცეფციით წარსულის, აწმყოსა და მომავალს შორის ურთიერთკავშირი წარმოაჩინა.

Hennessy VS Limited Edition-ისთვის, 2018 წელს, ხელოვანმა Vhils-მა იმუშავა:

2017 წლის შემოქმედების ავტორია JonOne:

განსხვავებული იყო 2016 წლის დიზაინი, რომელიც ტატუ-არტისტმა სკოტ კემპბელმა შექმნა:

2015 წლის დიზაინის შემოქმედი რაიან მაკგინესია:

2014 წელს, “ჰენესიმ” შეპარდ ფეირეისთან ითანამშრომლა:

2013 წლის შეფუთვაზე მუშაობა Os Gemeos-ის ხელოვანებს ხვდათ წილად:

2012 წელს, “ჰენესიმ” Futura-სთან ითანამშრომლა:

2011 წელს “ჰენესის” შეფუთვაზე KAWS-ის ხელწერა გამოჩნდა:

[R]

გამჭვირვალე ნიღაბი, რომელიც არ იორთქლება და თან, ვიზუალურ კომუნიკაციაში დაგეხმარებათ!

BTU AI LAB-ის გადამზადების კურსები საჩუქრად და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები