20 სექტემბერს პროექტი FAITHLESS სწორედ თბილისში დაასრულებს მუსიკალურ კარიერას. უკანასკნელი პერფომანსი ფესტივალ BATUMI SUMMER SET 2013-ის დახურვაზე გაიმართება, რის შემდეგაც მუსიკოსები შეწყვეტენ პროექტის სახით არსებობას.
სპეციალურად ქართველი მსმენელისთვის, ბათუმში მომხდარი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, ჯგუფის წევრებმა რამდენიმე დღით გააგრძელეს 18–წლიანი მუსიკალური კარიერა. ისინი თბილისში პრივატული თვითმფრინავით 20 სექტემბერს ჩამოფრინდებიან.
BATUMI SUMMER SET 2013-ის დახურვა თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ფერმწერის ქუჩა 103) მოხდება. ბილეთის ფასი უცვლელია: ივენთზე დასწრება 35 ლარი ღირს. ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებში, მათ შეძენას ფესტივალის დახურვაზე მოსული მელომანები ადგილზეც შეძლებენ.
20 სექტემბერს FAITHLESS–თან ერთად მელომანები ქართველ არტისტებსაც იხილავენ: VAKO KEY & VAKO T; MAO & THE MINS; Vincent and Lasha; GIO SHENGELIA & SIKHA. ღონისძიების სტუმრებს 21:00–დან 05:00–მდე დელისის მეტროდან ყვითელი ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.