12
Aug
2019

კრეატორებმა დონალდ ტრამპს შვედური კანონები Ikea-ს ინსტრუქციით აუხსნეს

12 Aug 2019

საქმე ამგვარადაა: ამერიკელი რეპერი A$AP Rocky ამ დროისთვის, შვედეთის სასამართლოს ვერდიქტს ელოდება. მას ბრალი წინასწარგანზრახული თავდასხმისთვის ედება. დონალდ ტრამპი მის საქმეზე ზეგავლენის მოხდენას შეეცადა. ტვიტერის პოსტის საშუალებით, მან რეპერის გათავისუფლება მოითხოვა. მეტიც, ის დაუკავშირდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ სტეფან ლეფვენს, საშუამდგომლოდ.

თუმცა, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ასეთი პასუხი გასცა: “განვმარტავ, რომ შვედეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია. ჩვენთან კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ეს ეხებათ უცხოელებსაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ.”

აი, სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა ორი კრეატორი, ოსკარ გიერუპი, McCann NY-ის არტ დირექტორი და Forsman & Bodenfors-ის კოპირაიტერი ჰამპუს ელფსტრომი. იმისათვის, რომ დონალდ ტრამპისთვის შვედურ სასამართლოზე ნათელი წარმოდგენა შეექმნათ, მათ შექმნეს, არც მეტი, არც ნაკლები, Ikea-ს ყალბი ინსტრუქცია.

ინსტრუქცია, სახელწოდებით “შვედური სასამართლო სისტემა – საპრეზიდენტო გამოცემა”, მოიცავს პერსონაჟებს, მათ შორის, როკის, ტრამპს, ლეფვენს და კანიე უესტს. ინფოგრაფიკა აღწერს, რომ ქვეყანაში არ არსებობს გირაოს ცნება და რომ შვედეთში კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ინსტრუქციის დიდ ფორმატში ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.
საინტერესოა, რომ Ikea-ში არც ოსკარს უმუშავია და არც ჰამპუსს…

განხილვა