in

გაგაბედნიერებთ თუ არა ყალბი ღიმილი? — კვლევა

არ გეგონოთ, რომ ეს კითხვა ახალი მეცნიერების ახირებაა, იგი ჯერ კიდევ 1872 წელს ჩარლზ დარვინს გაუჩნდა. თავისივე წიგნში ვკითხულობთ: გარეგნული ნიშნებით ემოციის თავისუფლად გამოხატვა აძლიერებს მას. ემოციის სიმულაციაც კი აღვიძებს მას ჩვენს გონებაში

M2
M2

საინტერესოა ისიც, რომ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 1988 წელს კვლევა ჩატარდა — ღიმილის სიმულაციისთვის ადამიანებს სთხოვეს, კალამი კბილებით დაეჭირათ ან ნეიტრალური გამოხატვისთვის, იგი ტუჩებს შორის მოეთავსებინათ. დაადგინეს, რომ ღიმილი, გაცნობიერების გარეშე, უფრო მხიარულად აგრძნობინებდა თავს ადამიანებს მაშინ, როცა ამას მულტფილმში აჩვენებენ. იგივე მეთოდი 2016 წლის კვლევაშიც გამოიყენეს, თუმცა შედეგები განსხვავებული იყო…

დღემდე სხვა მრავალი ექსპერიმენტიც ჩატარებულა, მაგრამ ახლა მეცნიერებმა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანის გამოცდა გადაწყვიტეს, რათა ღიმილის ეფექტის შესახებ უფრო მეტი გაიგონ. კონკრეტულად კი 19 ქვეყნიდან 3800 მოქალაქე გამოცადეს. მათ სთხოვეს გაეღიმათ და ნეიტრალური გამოხატვა რამდენიმე განსხვავებული მეთოდით შეენარჩუნებინათ, შემდგომ კი თავიანთი ბედნიერება შეეფასებინათ. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მონაწილეებს არ უთხრეს, რისთვის ტარდებოდა ექსპერიმენტი, რათა ამას გავლენა არ ჰქონოდა იმაზე, თუ როგორ შეაფასებდნენ ისინი ღიმილს. სანაცვლოდ, უთხრეს, რომ ყურადღების გაფანტვასა და მცირე მოძრაობებს იკვლევდნენ, მეტი დამაჯერებლობისთვის ისინი მატყუარა ინსტრუქციებსაც კი გასცემდნენ. თუმცა ამასთან, მონაწილეებს სამი განსხვავებული 5-წამიანი ღიმილის ინტერვენციაც უნდა შეესრულებინათ.

მათგან ერთ-ერთი ზემოთ ხსენებული კალმის კბილებს შორის მოთავსება იყო, ანუ 1988 წლის ექსპერიმენტის იმიტაცია, თუმცა აქ ბედნიერებას გართობის მაჩვენებლით ზომავდნენ და არა, მულტფილმებით. მეორე დავალებაში მოხალისეებს გაღიმებული მსახიობის ფოტოს იმიტაციას სთხოვდნენ, მესამე დავალებაში კი მათ ბედნიერი გამომეტყველება ტუჩების ყურებისა და ლოყებისკენ გაწევით უნდა მიეღოთ.

ხოლო თითოეული ამოცანის შესრულების შემდეგ, ისინი მარტივ მათემატიკურ პრობლემას აგვარებდნენ, ავსებდნენ ბედნიერებისა და ბრაზის კითხვარებს, რათა კვლევის მიზნისთვის უკეთ მიეღწიათ. 

დადგინდა, რომ ყოველი ღიმილის ინტერვენციისას ბედნიერების გრძნობა გარკვეულწილად იზრდებოდა, მაგრამ ეფექტი უფრო დიდი იყო ​​მიმიკისა და სახის მოქმედების ამოცანებში, ვიდრე კალმის ექსპერიმენტში. დიახ, შესაძლოა, რომ აქტიური დავალება უბრალოდ ნაკლებად მოსაწყენი იყო, ვიდრე პასიური, რასაც კვლევაში მონაწილეთა ბედნიერების მაჩვენებელზე ჰქონდა გავლენა. ამ უკანასკნელის დასადასტურებლად კი, მკვლევრებმა ნერვული ექსპრესიის ამოცანები მატყუარა აქტივობებს შეადარეს — ღიმილი უფრო მეტ გავლენას ახდენდა ბედნიერებაზე, ვიდრე სხვა მარტივი აქტივობები, რომლებიც კუნთების მოძრაობებს მოითხოვდა. 

საბოლოოდ, მკვლევრები ამბობენ, რომ ღიმილს, შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს ჩვენს განწყობაზე, რადგან ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ისინი ბედნიერები არიან, რადგან იღიმიან ან ავტომატური ღიმილი ააქტიურებს ისეთ ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც ემოციასთან არის დაკავშირებული. თუმცა მაინც, ჯერ კიდევ სადაო საკითხს წარმოადგენს, შეძლებთ თუ არა განწყობის გაუმჯობესებას სარკეში 5-წამიანი გაღიმებით…

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სტარტაპ გრაინდის ღონისძიებაზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარდგება

Hermès პირველი საბავშვო სუნამოთი ბავშვობის მოგონებებს აერთიანებს