მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავის, სახელად Falcon Solar, ინსპირაცია ბუნებისგან დიზაინერმა ლასლო ნემეთმა მიიღო. თუ დიზაინს დააკვირდებით, ამას ერთი შეხედვითაც მარტივად მიხვდებით — თვითმფრინავს ჩიტის ფორმა აქვს.
„დღესაც კი ბუნებაში არსებული ფორმების გამეორება, დიზაინისთვის კარგი შთაგონება შეიძლება იყოს და ეს ჰარმონიული ზომების განვითარებაშიც დაგვეხმარება, როგორიცაა, მაგალითად, ოქროს თანაფარდობა“, – ამბობს დიზაინერი.
თვითმფრინავს Falcon Solar ფრენა, მისი დიდი ფრთის ფართობის წყალობით, ნულოვანი ემისიითაც შეუძლია.
„იგი უკვე არსებული თვითმფრინავების დიზაინისგან განსხვავებულია და ფრთების უპირატესობას მაქსიმალურად იყენებს, ფორმა უნიკალურია, რადგან მზის პანელებისთვის ზედაპირის უზრუნველყოფისას, თვითმფრინავის კორპუსი მნიშვნელოვნად იწევა“, — განმარტავს ლასლო ნემეთი.
მართალია, ეს კონცეფცია თვალისმომჭრელად გამოიყურება, თუმცა ჯერ არ ვიცით, რეალურად როგორ იფრენს თვითმფრინავი. მაგრამ თუ დავაკვირდებით იმას, რომ კომპანიები ნულოვანი ემისიის საჰაერო მოგზაურობებში ინვესტირებას აგრძელებენ, მომავალში, დიდი ალბათობით, ცაში Falcon Solar-ის მსგავს თვითმფრინავებსაც ვიხილავთ.