in

კარანტინის გამო დაკეტილი თავშესაფრებიდან ხალხმა ცხოველები სახლში წაიყვანა

კორონავირუსის გამო, სხვა ბევრ დაწესებულებასთან ერთად, ცხოველთა თავშესაფრებიც დაიკეტა. თუმცა, სანამ კარანტინის რეჟიმზე გადავიდოდნენ, რამდენიმე ქვეყანაში, ძაღლები, კატები, კურდღლები, დროებით გააშვილეს – მმართველებმა, მოსახლეობას სთხოვეს, პანდემიის პერიოდში შეეფარებინათ ისინი. 

ასე მოხვდა პიტბული ზიგი შერონთან და ენდრიუსთან. დუბლინში ახლა ერთად ცხოვრობენ. მაგრამ არა დროებით, წყვილმა გადაწყვიტა, ზიგი იშვილოს. 

კურდღელი Sunshine (მზის სინათლე) კი ტორონტოში, ჯენისთან და სოფიასთან დასახლდა. ისინი კარანტინის დღეებს ერთად ატარებენ. 

ზიგი და Sunshine, ჯერ BBC-ის ობიექტივში მოხვდნენ, ახლა კი მათ ამბავს მსოფლიო გაიგებს. 

წყარო: BBC

Studio Ghibli-მ თავისი ნამუშევრებისგან Zoom-ის უფასო ფონები შექმნა

როგორია ტატუირებული კლასიკური ქანდაკებები? – იტალიელი არტისტის ნამუშევრები