17
Apr
2019

დეველოპერული პროექტი გონიოს სანაპიროზე – Family Inn Gonio

17 Apr 2019

საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდის პარალელურად, ქართული კომპანიები მუშაობენ ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი პირობების შექმნაზე. ბევრისთვის ეს ბიზნესის დაწყების შესაძლებლობად იქცა. საინვესტიციო სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ქმნიან დეველოპერულ პროექტებსა და დამატებით სერვისებს. ერთ-ერთი მათგანია Family Inn Gonio – გონიოში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მობინადრეებს ბინის გაქირავების სერვისსაც სთავაზობს:

“გონიოში, ლურჯი ზღვითა და მწვანე მთებით გარშემორტყმულ ადგილას, ავაშენეთ გამორჩეული არქიტექტურის მქონე შენობა, რომლის ფანჯრებიდან იშლება ულამაზესი ხედები. Family Inn Gonio არის ცენტრალური გზიდან მოშორებით, ზღვასთან ახლოს მდებარე კომპლექსი, რომლის მცირე მასშტაბი, ინფრასტრუქტურა და შემოთავაზებული სერვისები აპარტამენტის მესაკუთრეებს კომფორტული, მშვიდი დასვენების შესაძლებლობას უქმნის, ხოლო ნომრების გაქირავების შემთხვევაში – ინვესტიციის დაბრუნების 5-6 წლიან პერსპექტივას.”

Family Inn Gonio-ს ბიზნეს პროფილიდან გამომდინარე, საქმიანობის მართვა მიმდინარეობს როგორც ადგილობრივად, გონიოში, ისე თბილისიდან, სადაც კომპანიის გუნდი ბიზნესს KD4US-ის სამუშაო სივრციდან მართავს. კომპანიის კონცეფციასა და სამუშაო სპეციფიკაზე, მარკეტერის შეკითხვებს, Family Inn Gonio-ს კომერციულმა დირექტორმა, დავით ტალახაძემ, უპასუხა.

M: თქვენი კომპანიის სერვისებზე გვიამბეთ…

ალბათ ბევრის ოცნებაა ზღვის სანაპიროზე ჰქონდეს საკუთრება, სადაც ოჯახთან ერთად დაუვიწყარ დროს გაატარებს. მათი ოცნებების ახდენა ჩვენთანაა შესაძლებელი. გარდა ამისა, მფლობელებს შეუძლიათ გააქირავონ საკუთარი აპარტამენტი და მიიღონ შემოსავალი. ჩვენ მათ ამ სერვისაც ვთავაზობთ. კომპლექსს აქვს საკუთარი მყუდრო ეზო, აუზი, საბავშვო მოედანი, კაფეტერია, რომელიც სრულად ორიენტირებულია ჩვენს მობინადრეებზე და Family Inn Gonio-ს სტუმრებზე. ნომრების გაქირავების სერვისის გარდა, მომხმარებლებს ვთავაზობთ უსაფრთხოების მაღალ დონეს, სახანძრო განგაშის თანამედროვე სისტემას, რეცეფციის სერვისს, დალაგება/დასუფთავების სერვისს, დაცვას, 24 საათიან ვიდეომეთვალყურეობას, პანორამულ ლიფტს და ა.შ.

M: რა ღირებულებებით ხელმძღვანელობთ და რით გამოირჩევით კონკურენტებისგან?

ხარისხი არის უმთავრესი ღირებულება, რაზეც დაფუძნებულია ჩვენი სტრატეგია. მომხმარებელმა უნდა მიიღოს მაღალხარისხიანი პროდუქტი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ყველა მომხმარებელი აღნიშნავს ამას, რადგან ძალიან ბევრი ენერგია და ფინანსები დასჭირდა ხარისსხის იმ სტანდარტის მიღწევას, რაც ჩაფიქრებული გვქონდა. ვფიქრობ, მომხარებლებს ვთავაზობთ ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას, მითუმეტეს, რომ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში Family Inn Gonio-ში სააღდგომო აქცია იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც  ღირებულების ერთიანი გადახდის შემთვევაში, მყიდველები მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო SOLO-ს მოხმარებლებისთვის ფასდაკლება 15%-მდე გაიზრდება. შესაძლებელია იპოთეკური სესხით სარგებლობაც ჩვენი პარტნიორი ბანკიდან.

M: გვესაუბრეთ თქვენს გუნდზეც…

იდეამ, შეგვექმნა დასვენებისთვის გამორჩეული კომპლექსი, ახალგაზრდა ადამიანების გუნდი გაგვაერთიანა. გადამწყვეტი იყო ის გამოცდილება, რაც სასტუმრო ბიზნესსა და მშენებლობაში დაგვიგროვდა, ამ იდეის განხორციელებამდე. ჩვენი გუნდი საკმაოდ გამოცდილი ადამიანების კრებულია, რაც ჩანს კიდეც განხორციელებულ პროექტში. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდისთვის სასტარტო პროექტი იყო, გვქონდა მოტივაცია, ვიცოდით, რა და როგორ გვინდოდა გაგვეკეთებინა.

M: რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა?

მთავარი გამოწვევაა დამდეგ საკურორტო სეზონს შევხვდეთ სრულ მზადყოფნაში. მიმდინარე ეტაპზე, ვახორციელებთ ეზოს მოპირკეთებით სამუშაოებს და აქტიურად ვემზადებით სეზონისათვის. კარგად გვესმის, ნებისმიერი ადამიანისათვის, ვინც ჩვენთან ფლობს ან გეგმავს სასტუმრო ნომრის შეძენას, პირველი საკურორტო სეზონის შთაბეჭდილება მნიშვნელოვანია. შესაბამისად, უპირველესი ამოცანაა მშენებლობისას მიღწეული მაღალი ხარისხი, გადავიტანოთ მომსახურებაში და ჩვენი კომპლექსის ყველა ვიზიტორი, ნომრის მფლობელი თუ მათი სტუმარი, დარჩეს კმაყოფილი.

M: რამდენად კომფორტულია საერთო სამუშაო სივრცე თქვენი სპეციფიკის მქონე კომპანიისთვის?

ჩვენი მუშობის სპეციფიკა მოითხოვს გვქონდეს ორი ოფისი, ერთი გონიოში, კომპლექსის პირველ სართულზე, ხოლო მეორე თბილისში, King David-ის ბიზნეს ცენტრში. საერთოდ King David-ის ეს კომპლექსი ჩემში აღფრთოვანებას იწვევს, ის ნამდვილად გამორჩეულია თბილისში. გამორჩეულია, ასევე, საერთო სამუშაო სივრცე KD4US. სამუშაო გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩემთვის მოტივატორიც კია. ის, რასაც KD4US გვთავაზობს, ჩვენთვის ძალიან კომფორტულ სამუშაო პირობებს ქმნის. საუკეთესო მდებარეობა ქალაქის ცენტრში, კომფორტული და სასიამოვნო გარემო, მეგობრული და დახმარებაზე ორიენტირებული პერსონალი, სივრცით სარგებლობის 24 საათიანი შესაძლებლობა, მათ შორის შაბათ-კვირასაც, შეხვედრების ოთახები, კაფეტერია, განტვირთვისათვის საჭირო კუთხეები – ეს ყველაფერი ძალიან გვიადვილებს მუშაობას.

[R]

განხილვა