წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც 1980-იან წლებში Full House-ის ნაცვლად Family Guy იქნებოდა პოპულარული, ანიმაციურის ნაცვლად ჩვეულებრივი მსახიობებით. ორივე მათგანი საკმაოდ ცნობილი ამერიკული სიტკომია და ხელოვნურ ინტელექტი საშუალებას გვაძლევს, აღვიქვათ, როგორი იქნებოდა ეს ცვლილება.
იუთუბ არხზე, სახელად Lyrical Realms, კრეატორმა ანიმაციური სერიები 80-იანი წლების საოჯახო სიტკომად წარმოადგინა — ამისათვის ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, Midjourney გამოიყენა. შედეგი კი ნამდვილად გასაოცარია, 400 ეპიზოდის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს Family Guy სრულიად სხვა სიტკომია. თუმცა აქ ხარვეზებიც შეინიშნება: მაგალითად, ზედმეტად ბევრი თითი ხელებზე და კანის მეტისმეტი სიკაშკაშე.
AI-ის მიერ დამუშავებულმა ვიდეომ მილიონობით ნახვა მოაგროვა იუთუბზე, მომხმარებლების უმეტესობას კი მოსწონს ეს ჰიპერრეალიზმი, ადამიანის მსგავსი მსახიობებით. „არ ვიცი, რა არის ამაზე შთამბეჭდავი… ყველა პერსონაჟის რეალური სახით წარმოდგენა ან ის, რომ თითებით 25-მდე დათვლა შეუძლიათ“, — წერს სიტკომის ერთ-ერთი გულშემატკივარი.