in

ოჯახთან ერთად გატარებული დრო ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ 

Multi Generation Family Enjoying Meal Around Table At Home

სახლიდან მუშაობა, პანდემიის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისევ ძალიან აქტუალურია. შესაბამისად, მეტ დროს ვატარებთ ოჯახთან ერთად. ტრადიციული აღქმით, მუდმივად შინ ყოფნა, როცა დიდი ხნით განმარტოებას და საქმეზე კონცენტრირებას ვერ ვახერხებთ, ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი უარყოფითი მოცემულობა, შეიძლება, პირიქით, ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ – მთავარია სწორი მიდგომა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ოჯახთან ერთად გატარებული დრო ბიზნესის განვითარებაში აუცილებლად დაგეხმარებათ, ოღონდ გახსოვდეთ:

გაუზიარეთ იდეები ოჯახის წევრებს და მოუსმინეთ მათ შეფასებებს

სიმართლეს ისე არავინ გეტყვით, როგორც მაგალითად, 7 წლის შვილი „მოგახლით“, რომ თქვენი სტარტაპ იდეა სრული სისულელეა. სამსახურში, როგორც წესი, ენტრეპრენერებს ურჩევნიათ, თანამოაზრეები ჰყავდეთ. აი, ოჯახში კი ყოველთვის ბოლომდე გულახდილები იქნებიან და აუცილებლად სიმართლეს გეტყვიან.

შთაგონების წყარო ბავშვებში ეძებეთ 

ყველა ბავშვი ძალიან კრეატიულია. როცა ვიზრდებით ისე აღარ ვოცნებობთ, როგორც ადრე, პატარებისთვის კი შეუძლებელი არაფერია. სწორედ ასეთი მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს ნამდვილ ენტრეპრენერს. ამიტომ, რაც შეიძლება ბევრი ესაუბრეთ შვილებს, სთხოვეთ, იდეების მოფიქრებაში დაგეხმარონ. წინასწარ არასოდეს იცით, რას მოიფიქრებენ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ სახლიდან მუშაობისას, შესაძლოა, მეგობრებსა და მეზობლებსაც გაუზიაროთ თქვენი იდეები.

სახლიდან მუშაობა სულ მუშაობას არ ნიშნავს – დაისვენეთ, ენერგიის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია 

მუშაობისას ყველას სჭირდება მოდუნება, გონების სხვა რამეზე გადართვა, ცოტა დასვენება. მაგრამ ოფისში ეს შეუძლებელია. როცა სახლში ხართ, შეგიძლიათ, შვილებთან ერთად ითამაშოთ, მეუღლესთან ერთად, თუნდაც ნახევარი საათი, ტელევიზორს უყუროთ. ეს აუცილებლად დაგეხმარებათ „გადატვირთვაში“ და ნახავთ, რომ დასვენებულ გონებაზე იდეების ზღვა წამოვა.

გადმოიტანეთ თქვენი ოჯახის მთავარი ღირებულებები კომპანიის ბიზნეს მოდელში

ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვაზე. სინამდვილეში კი, იდეალურია, როცა ბიზნესს ისე მართავთ, როგორც საკუთარ ოჯახს. სცადეთ და დაამკვიდრეთ კომპანიაში ის ძირითადი ღირებულებები, რაც შინ გაქვთ – პატივისცემა, პატიოსნება, გულახდილობა, სამართლიანობა და მადლიერება. ეს ის საკვანძო ღირებულებებია, რომელიც თქვენს კომპანიას გააძლიერებს და წარმატებას მოუტანს.

თქვენი იდეები ბებია-ბაბუას და ბავშვებს გაუზიარეთ, აჩვენეთ პრეზენტაციებიც

არა, ეს ხუმრობა არ არის. ყველა სიახლე, რასაც კომპანიაში გეგმავთ, ჯერ ოჯახის წევრებს უამბეთ, დაწვრილებით აუხსენით დეტალები, შესაძლოა, პრეზენტაციაც კი მოუწყოთ. თუ ისინი ზუსტად გაიგებენ თქვენს სათქმელს და აღიქვამენ, ვთქვათ, ახალ პროდუქტს, ე.ი. ყველაფერი რიგზეა, თუ არა და თანამშრომლებთან წარდგენამდე, სცადეთ, პროექტში მათი შენიშვნები გაითვალისწინოთ. ახლა კი როცა, სახლიდან მუშაობა ჩვეულებრივ ნორმად იქცა, ამისთვის იდეალური დროა – თქვენი ოჯახის წევრები ხომ მუდმივად თქვენთან ერთად არიან. საუკეთესო ვარიანტი იქნება თქვენი იდეები ბებია – ბაბუებს და შვილებს გაუზიაროთ. თუ მას უფროსი თაობა და პატარები გაიგებენ, ჩათვალეთ სწორი გზით მიდიხართ.

მოაწყვეთ „ბრეინშტორმინგი“ მეუღლესთან ერთად 

ჩვენს გვერდით ძალიან გამბედავი ადამიანები ცხოვრობენ, რატომ არ გინდათ, მათ საკუთარი იდეები გაუზიაროთ? თქვენი მეუღლე ყოველთვის მზად არის, მოგისმინოთ და საკუთარი აზრი გითხრათ პირფერობისა და გადაჭარბების გარეშე.

P.S. მართალია, ადამიანები სულ ვცდილობთ, სამსახური და ოჯახი ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, პირად ცხოვრებასა და საქმეს შორის ბალანსი დავიცვათ, მაგრამ ახლა სხვა მოცემულობაა. ამიტომ, სწრაფად უნდა ვადაპტირდეთ ახალ რეალობაში და სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედოთ. 

 

წყარო: Inc.



„სიო“ – ერთჯერადი პირბადე, რომელიც მაღაზიაში, კაფეში, სალონში ან ბანკში უფასოდ დაგხვდებათ

SocialBakers-მა „ლიბერთის“ სოციალური მედია გამოცდილება შეაფასა, როგორც წარმატებული