in

ხელის ერთი მოსმით, ფრანგმა დიზაინერმა ცნობილი ბრენდების ლოგოების ალტერნატიული ვერსიები შექმნა

ფრანგმა დიზაინერმა და სააგენტო Loooop-ის თანადამფუძნებელმა სტეფან ლეოპოლდმა წარმოადგინა საინტერესო პროექტი, სადაც მან მსოფლიოს 44 ყველაზე ცნობილი ლოგო უწყვეტი ხაზით გადახატა. Loooop გახლავთ კრეატიული სტუდია, რომელიც ცნობილია თავისი მინიმალისტური ხაზოვანი ხელოვნებით.

BOG
BOG

კოლექცია წარმოაჩენს მსოფლიოს საუკეთესო ლოგოებს Loooop სტუდიოს დამახასიათებელ სტილში. პროექტი გვეხმარება ნაცნობი დიზაინების ხელახლა აღმოჩენაში ახალი კუთხით, მათი არსის გამოვლენით. ლოგოები კვლავ მყისიერად ამოსაცნობია მათი გამარტივების შემდეგაც, რაც დიზაინერების კრეატიულობას უსვამს ხაზს.

სტეფანის თქმით, ის იწყებს ინსტინქტური, ხელით ნახატი ესკიზებით, რათა დაიჭიროს საგნის ზოგადი ფორმა, მოძრაობა და გამოავლინოს მისი მთავარი მახასიათებლები. ამ ლოგოს პროექტისთვის სიმბოლოები უკვე საკმაოდ მარტივია, ამიტომ არ არის ადვილი გადაწყვეტა, თუ რომელი ელემენტები უნდა ამოიღოს. სტეფანს მოსწონს ხაზით ასეთი  ექსპერიმენტირება, სანამ საბოლოო ნამუშევრის ესთეტიკით არ დაკმაყოფილდება.

ისეთი მარტივი დიზაინები, როგორიცაა Apple-ისა და Instagram-ის ლოგოები, კიდევ უფრო მინიმალისტური ხდება ერთი ხაზით შესრულებისას. ამავდროულად, ის ლოგოები, რომლებსაც უკვე აქვთ კურსიული ელემენტი (Coca-Cola ან Ford) კიდევ უფრო ექსპრესიული გამოდის.

სტეფანი ამბობს, რომ შთაგონებას პოულობს საკუთარ თავში არსებული ბავშვის თავისუფლად მოქმედების საშუალებით. ბოლოს და ბოლოს, ყველა იწყებდა კალმითა და ქაღალდით, ხაზების ხატვით სანამ ასოების წერას ისწავლიდა. ეს არასდროს დავიწყნია. ბავშვობიდან იყო შეპყრობილი ლოგოებით და შეეძლო მათი ბუნებრივად დამახსოვრება. პროექტისთვის სტეფანმა აირჩია რამდენიმე კლასიკური ლოგო, რომლებიც ხშირად განიხილება როგორც საუკეთესოთა შორის. მან ასევე მიზნად დაისახა კარგი ბალანსის მიღწევა ლოგოს ტიპებს (ხატულები, სიტყვიერი ნიშნები და ა.შ.) და ინდუსტრიებს შორის.

წყარო: creativebloq

Spotify ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო მომხმარებლებმა გააკრიტიკეს

ღვინის ეტიკეტი სანტას „აშიშვლებს“