in

Fanta-მ ახალი ვიზუალური იდენტობა წარადგინა

დაახლოებით 70 წელია, Fanta ხილთან ასოცირდება — დაწყებული მისი არომატითა და ინგრედიენტებით, დასრულებული ლოგოთი. წლების მანძილზე ფორთოხლის ვიზუალი გაუყოფელ ნაწილად იქცა მისთვის, რაც მყრი ასოციაციებით იყო გაჯერებული.

BOG
BOG

დროთა განმავლობაში კი ბრენდმა საკულტო ფორთოხლის არომატის გარდა, სხვადასხვა გემოს დანერგვაც დაიწყო. Coca-Cola-ს დიზაინის გლობალური ვიცე-პრეზიდენტის, რაფა აბრეუს თქმით, ფორთოხლის ლოგო აღარ შეესაბამებოდა რეალურ მოცემულობას. „ყველამ ვიცით, ფორთოხალი საკულტო გემოა, მაგრამ უფრო ფართო სპექტრი გვაქვს და გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ამას სრულად გამოვხატავთ“.

ბევრ ხილთან შეუსაბამობის გამოსწორებასთან ერთად, გუნდი ცდილობა, თამაშისა და გართობის ხასიათი დაენერგა. ამასთან, განახლებული იდენტობის ერთ-ერთი მიზანი იყო, Fanta ექსკლუზიურად ახალგაზრდა აუდიტორიასთან დაეკავშირებინათ — ალბათ, იმ მიზეზით, რომ სასმელი მხოლოდ ნოსტალგიურ „გადმონაშთად“ არ იქცეს უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის. ამ მიზეზით, აბეუს თქმით, საერთაშორისო ლოგოს ადაპტირება გადაწყვიტეს. ასე შეიქმნა პოპ ვერსია, რომელიც კალეიდოსკოპური მეთოდით ასახავს არომატების სრულ ხაზს.

ლიზა სმითი, გლობალური კრეატიული დირექტორი, განმარტავს, რომ ახალი იდენტობა საოცრად ფართო ფერთა პალიტრას მოიცავს. ხოლო გაზის ბუშტუკებზე აქცენტირება სპონტანურობის, მომენტით ტკბობის სიმბოლოა.

Roomix – ჰარმონიული ცხოვრებისთვის შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი

DOPOMOGA – ოთხი მეგობრის იდეა, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ასობით უკრაინელს დაეხმარა