in

ფერადოვნებიდან სიშავემდე — Fanta ჰელოუინისთვის ემზადება

დიდი ბრენდები საგულდაგულოდ ელიან დღესასწაულებს, რათა მათი კრეატიული აღნიშვნით მეტად დაუკავშირდნენ საზოგადოებას. ვინაიდან უკვე შემოდგომაა, საჰელოუინო ფუსფუსიც აქტიურად მიმდინარეობს და ამჯერად გამონაკლისი არც „ფანტაა“ — ახლა ის ხალისიანი, სიცოცხლით სავსე ნარინჯისფერიდან სრულ სიშავეში გადაეშვა.

სპეციალურად ჰელოუინისთვის შექმნილი არომატი ზუსტად შეესაბამება ამ დღის ესთეტიკას. მართალია, ზუსტი გემო ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ინტერნეტში უკვე გავრცელდა ვარაუდები, რომ მაყვლის ან მოცვის ვარიაცია უნდა იყოს.

ამასთან, ეტიკეტი მონოქრომატულია, ობობას ქსელების, ღამურისა და სავსე მთვარის გამოსახულებით. თანაც, როგორც ბრენდი აღნიშნავს, სასმლის დალევისას ენა ცოტა ხნით შავდება, რაც კოსტიუმირებული შოუს დამატებით ელემენტს წარმოადგენს.

რა შეცვალა Ad Black Sea-მ ქართულ და რეგიონულ კრეატიულ ინდუსტრიაში

როგორ უნდა იქცეს ბრენდი კარგ დამსაქმებლად?