ფერადმა გამაგრილებელმა სასმელმა „ფანტამ” ახალი ლოგო და შეფუთვა მოირგო. ბრენდის ახალი იდენტობა შექმნილია ლონდონური სტუდია Koto-ს მიერ.
Fanta-ს ახალი ლოგო არის ახლებური დიზაინის და მასზე მუშაობისას, პრიორიტეტული იყო ბუნებრივობა, ეფექტურობა და ხალისიანი განწყობის შექმნის უნარი – სწორედ ამან იქონია გავლენა გადაწყვეტილებაზე – შეექმნათ ხელნაკეთი, ქაღალდისგან ამოჭრილი დიზაინი და ტიპოგრაფია.

შედეგი ნამდვილად იწვევს მხიარულებას, ლოგოტიპის არარეგულარული ფორმები და არჩეული შრიფტი, ხაზს უსვამს ხელნაკეთი დიზაინის არასრულყოფილებას და ამავდროულად, ორიგინალურობას.


ლოგოს გარდა, ბრენდის ახალი იდენტობა მოიცავს ბოთლის დამაინტრიგებელ დიზაინს, რომელიც ლონდონური Drink Works-ის ნამუშევარია. ბოთლი შუაში დაგრეხილია, მის ზედაპირზე კი ამობურცულია სპორები.
როგორ ფიქრობთ, Fanta-ს ახალი იდენტობა სჯობია ძველს? თუ პირიქით?












