in

FANTA-ს ქართული ანიმირებული სტიკერები ვაიბერში

კრეატიულმა სააგენტომ McCann Tbilisi და მედია სააგენტომ UM Georgia  FANTA-სთვის, ქართველ ახალგაზრდებზე მორგებული Viber-ის პირველი ქართული ანიმირებული სტიკერები შექმნეს.
ანიმირებული სტიკერების ნაკრები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს იFANTAზიორონ და მეგობრებს სათქმელი მხიარული სტიკერების დახმარებით გაუზიარონ.

BOG
BOG

გასულ წელს, ამავე სააგენტოებმა იმუშავეს Coca-Cola-ს ბრენდისთვის და Viber-ის სტიკერების პირველი ქართული ნაკრები შექმნეს.
წელს, FANTA-მ წარმატებით გააგრძელა ტრადიცია და სტიკერების ანიმირებით, Viber-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა მათი შეტყობინებები კიდევ უფრო სახალისო და საინტერესო გამხდარიყო.

28 ანიმირებული სტიკერი ქართულ ენაზე, ლოკალური ინსაითების გათვალისწინებით, სპეციალურად ქართული ბაზრისათვის შეიქმნა და ასახავს როგორც საახალწლო, ასევე ჩვენ მიერ, სკოლებში, უნივერსიტეტებში, მეგობრების წრეში და ზოგადად, ყოველდღიურობაში გამოყენებულ სახალისო ფრაზებს.

დღეიდან, FANTA-ს სტიკერები, Viber-ის Sticker Market-ში, სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

Credits:

კლიენტი: The Coca-Cola Company

ბრენდი: FANTA

სააგენტო: McCANN Tbilisi & UM Georgia

გენერალური მენეჯერი: თემო ბლუმგარდტი

პროექტის ხელმძღვანელი: თამუნა ჩიკვაიძე

კრეატიული ხელმძღვანელი: ირა ჭელიძე

არტ დირექტორები: ტატა მეგრელიშვილი, გიორგი მაღრაძე

ქოფირაითერი: ანა ნიკოლაძე

ჯუნიორ ქოფირაითერები: თორნიკე ზაზაშვილი, ქრისტინე ჯაგიევი

ანიმაცია: ანუკი მამამთავრიშვილი

ციფრული მედიის მენეჯერი: გვანცა კოღუაშვილი

 

[R]

#სადანროგორ: ღონისძიებები 20-22 დეკემბერი

“A Year to Share” – Coca-Cola-ს, Google-ისა და Ogilvy-ის ერთობლივი კამპანია