19
ივნ
2017

ახლად დაწურული ხილის ფორმის ბოთლი – ფანტას საზაფხულო შეფუთვა

19 ივნ 2017

საზაფხულო მოულოდნელი სიახლეების ჩამონათვალს უკვე Fanta-ს ახალი შეფუთვაც შეემატა. ბრენდმა, Coca-Cola-სთან ერთად, გადაწყვიტა მოსალოდნელი ცხელი დღეების გრილად გადასატანად, მომხმარებლისთვის ცივი, გემრიელი, გაზიანი სასმელი ისეთი სახით შეეთავაზებინა რომ თან ხაზი გაესვა ნატურალური შემადგენლობისთვის. როგორც წესი, ბოთლის ფორმის შეცვლა  დიდ რისკებთან არის ხოლმე დაკავშირებული, ამ შემთხვევაში სიმეტრიულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

mBank

 

სწორედ ამიტომ, არაერთი ცნობილი ბრენდის დიდი ჩანაფიქრი დასრულებულა კრახით. იმისთვის რომ, მსგავსი უსიამოვნო შემთხვევა თავიდან აეცილებინა, Fanta-ს ამ ბოთლის კონცეფციაზე სამუშაოდ თითქმის 5 წელი დასჭირდა. იდეაზე ფიქრი 2012 წელს დაიწყო, როდესაც სააგენტო DrinkWorks-მა კომპანიას განსხვავებული ფორმის შექმნა შესთავაზა, რომელიც ასოციაციურად ახლოს იქნებოდა ახალ გამოწურულ ხილთან. დიდი მუშაობის შემდეგ შეფუთვა, როგორც იქნა სრულყოფილი სახით წარუდგა მომხმარებელს, მისი შეძენა უკვე შესაძლებელია ბრიტანეთში, იტალიაში, პოლონეთში, სერბეთში, რუმინეთში და მალტაში. თუმცა, ჩამონათვალი ამით არ შემოიფარგლება კომპანია, ახალი Fanta-ს რეალიზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს.

 

განხილვა