in

ასტრონავტებმა ყველაზე შორეული გალაქტიკა აღმოაჩინეს

იგი ჩვენგან 13,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული

ასტრონავტთა საერთაშორისო გუნდმა ყველაზე შორეული ასტრონომიული ობიექტი აღმოაჩინა. გალაქტიკა — HD1 ჩვენგან 13,5 მილიარდი სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული. მართალია, თავდაპირველად ის მკვლევრებს ჩვეულებრივი გალაქტიკა ეგონათ, თუმცა შემდეგ დაადგინეს, რომ იგი 10-ჯერ მეტ ვარსკვლავს წარმოქმნიდა.

M2
M2

ასტრონავტები ამ აღმოჩენას მრავალმხრივ განიხილავენ. შესაძლოა, იგი ვარსკვლავებს გასაოცარი სიჩქარით წარმოქმნიდეს ან მესამე პოპულაციის ვარსკვლავების სახლი იყოს, რომელიც აქამდე არასდროს დაუფიქსირებიათ. ვარაუდობენ, რომ HD1 სუპერმასიურ შავ ხვრელსაც მოიცავს, რომელიც მზის მასას 100 მილიონჯერ აღემატება.

მისი ბუნების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა რთული იქნება, ეს ნაპირიდან გემის ეროვნების დროშით დადგენას გავს, შესაძლოა, ქარიშხალი ან ნისლი დროშის ზოგიერთ ნაწილს ფარავდეს და ამან შეცდომაში შეგვიყვანოს. ამიტომ, ამ ყველაფრის გაგებას საკმაოდ დიდი ანალიზი და დრო დასჭირდება, — ამბობს ფაბიო პაკუჩი, კვლევის წამყვანი ავტორი.

HD1 ულტრაიისფერ შუქზე ძალიან კაშკაშა ჩანს, ამიტომ ვარაუდობენ, რომ იქ რაღაც ენერგეტიკული პროცესები ხდება ან რამდენიმე მილიარდი წლის წინ უკვე მოხდა.

ვარსკვლავების პირველი პოპულაცია უფრო მასიური, ცხელი და კაშკაშაა, ვიდრე თანამედროვე ვარსკვლავები. მესამე პოპულაციის ვარსკვლავებს კი უფრო მეტი ულტრაიისფერი სინათლის წარმოშობა შეუძლია. ხოლო თუ ვივარაუდებთ, რომ HD1-ში წარმოქმნილი ვარსკვლავები პირველი ან მესამე პოპულაციის ვარსკვლავებს მიეკუთვნება, მაშინ თვისებებსაც უფრო მარტივად ავხსნით, — განმარტავს პაკუჩი.

HD1-ის სიკაშკაშეს სუპერმასიური შავი ხვრელითაც ხსნიან. დიდი ალბათობით, როცა ის აირების დიდ რაოდენობას შთანთქავს, მაღალი ენერგიის ფოტონები მის გარშემო ჩნდება. ხოლო თუ ეს სიმართლეა, იგი ყველაზე სუპერმასიური შავი ხვრელიც გამოდის…

1200 საათზე მეტი ხნის დაკვირვების შემდეგ კი HD1 სუბარუს, ვისტას, დიდი ბრიტანეთის ინფრაწითელი და სპიცერის კოსმოსური ტელესკოპებით აღმოაჩინეს. 

ამ გალაქტიკის პოვნა 700 ათასზე მეტ ობიექტს შორის ძალიან რთული იყო, თუმცა HD1-ის წითელი ფერი, საკმაოდ ემთხვეოდა იმ მახასიათებლებს, რაც ამ მანძილით დაშორებულ ობიექტს უნდა ჰქონოდა. ეს ჩემთვის საკმაოდ ამაღელვებელი იყო, — აცხადებს იუიჩი ჰარიკანე, ტოკიოს უნივერსიტეტის ასტრონავტი.

Atacama Large Millimeter/submillimeter Array-ის (ALMA) გამოყენებით კი მკვლევართა ჯგუფმა მანძილი ზუსტად გაზომა. როგორც აღმოჩნდა, იგი რეკორდსმენ GN-z11-ს 100 მილიონი სინათლის წლით უსწრებს და ყველაზე შორეული გალაქტიკის სახელსაც იმკვიდრებს. 

დანადგარი, რომლის დახმარებითაც 100 წლის აუდიო ჩანაწერების მოსმენა შესაძლებელია

TikTok-ის პირველი შეკვეთილი მიუზიკლი თეატრში იდგმება