რამდენიმე დღის წინ, 31 დეკემბერს, Flash “მოკვდა”! მის ნელ და ეტაპობრივ სიკვდილს წლების განმავლობაში ვადევნებდით თვალს…
ყველაფერი 2010 წელს დაიწყო, როდესაც სტივ ჯობსის განცხადებით iPhone-ზე Flash-ის გამოყენება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. 2017 წელს კი ამან ოფიციალური სახე მიიღო – Adobe-მ Flash-ის მხარდაჭერა შეწყვიტა.
მართალია, Flash-ს წლების განმავლობაში არაერთი ხარვეზი ჰქონია, თუმცა მისი არსებობა ბევრ ჩვენგანს მნიშვნელოვნად ეხმარებოდა. მაგალითად, მულტიმედიური პლატფორმა იმდენად ადვილად გამოსაყენებადი იყო, რომ ანიმატორები თვეების განმავლობაში ხატვის ნაცვლად, სასურველ შედეგს სულ რაღაც რამდენიმე დღეში იღებდნენ.
“Flash ნამდვილად არასოდეს ყოფილა სრულყოფილი, მაგრამ მან თავის სიმაღლეზე უპრეცედენტო ინსტრუმენტები შემოგვთავაზა, ღია ინტერაქტიული ქსელის წარმოებისა და განაწილებისთვის. მისი პროგრამირების გარემო მეტწილად თვითკმარი იყო, ხოლო შინაარსობრივად ნეიტრალური მიდგომა ექსპერიმენტებს და სადისკუსიო მუშაობას იწვევდა.” – ანასტასია სეთლერი, Adobe Flash-ის ისტორიის წიგნის თანაავტორი.
როგორც ახასიათებენ, Flash ერთგვარ ხიდს წარმოადგენდა თაობებს შორის. მისმა შემქმნელმა, ჯონათან გეიმ, განმარტა, რომ ინტერნეტი შეიძლებოდა ფილმურ გამოცდილებაზე დამყარებულიყო, ნაცვლად Twitter-ის მომხმარებლების ტექსტური მასალისა, რომელსაც ახლა ვიღებთ. თუმცა ბევრმა კომპანიამ უკვე დიდი ხანია, შეწყვიტა Flash-ის გამოყენება, რაც ალბათ, მისი საბოლოო სიკვდილის მიზეზი გახდა.