in

Farm Talks: „თანამედროვე კორპორატიული სამყაროს ეკოსისტემა“

Farm Talks კიკეთის ფერმის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტია, რომელიც პირველად გაიმართება 19 სექტემბერს, „Peoples’ აკადემიასთან“ ერთად. შემოდგომის სეზონის თემა: „თანამედროვე კორპორატიული სამყაროს ეკოსისტემაა“.   

კორპორატიული სამყაროს წარმომადგენლებს ვიწვევთ ბუნებასთან ახლოს, მშვიდ და შთამაგონებელ გარემოში, სადაც ვისაუბრებთ კორპორატიულ გამოწვევებზე, მენტალურ კეთილდღეობაზე, ლიდერობაზე, ინოვაციებსა და იმ ცვლილებებზე, რაც თანამედროვე სამუშაო კულტურას სჭირდება. 

Peoples’ აკადემია და მულტიფუნქციური სივრცე კიკეთის ფერმა ერთობლივად ქმნიან პლატფორმას გამოცდილებების გასაზიარებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად – გარემოში, სადაც ბუნება და ადამიანი ჰარმონიაშია ერთმანეთთან.

სესიებსა და პანელურ დისკუსიებს გაუძღვებიან ბიზნესლიდერები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, ტრანსფორმაციისა და ადამიანის განვითარებაზე ორიენტირებული სპიკერები. დისკუსიები საინტერესო იქნება როგორც ტოპ მენეჯერებისთვისა და HR პროფესიონალებისთვის, ისე ახალგაზრდა თაობისთვის, ვინც პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული.

პროგრამა მოიცავს ფერმის ტურს, ცხენებით გასეირნებას საცხენოსნო მოედანზე, ჭილოფის ქუდის გაფორმებას, სესიებს, Farm to table ვახშამს და მუსიკალურ საღამოს.   

17:00 – 18:00 | სესია 1: მენტალური ჯანმრთელობა
თემა: ნიღაბი გადარჩენისთვის; ვინ ვარ სინამდვილეში?
სპიკერები:

  • ნუგზარ ძიძიგური, პერსონალური განვითარებისა და ტრანსფორმაციული პროცესების კონსულტანტი და ინსტრუქტორი
    თემა: „წარმატება, შინაგანი თვითრეალიზება“
  • სალომე კასრაძე, განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრი, სალომე კასრაძის პოდკასტის ავტორი
    თემა: „განწყობის ფსიქოლოგიის გამოყენება შრომითა და ცხოვრებით კმაყოფილებისთვის“

18:00 – 19:00 | სესია 2: The Flow Culture
პანელური დისკუსია: როლებს მიღმა
პანელის მენტორი: ლიკა ნოზაძე, მენეჯმენტ კონსულტანტი ტრანზაქციური ანალიზის, პოზიტიური ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის მიმართულებით

სპიკერები:

  • ხათუნა ტუღუში, Adjara Group, People & Culture Director
  • დეა ჩხაიძე, Creative Leadership Hub, დამფუძნებელი და CEO, ლიდერობისა და კულტურის კონსულტანტი, PCC ლიდერობის ქოუჩი
  • სალომე ფანცალაშვილი, ICI Paris, ადამიანური კაპიტალის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • ნიკოლოზ შეყილაძე, GULF Georgia, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
  • ერეკლე კოკაია, Inn Group Hotels, CEO
  • გივი გვეტაძე, Wendy’s, Dunkin’ & Subway Georgia, CEO

19:00 – 19:15 | ყავის შესვენება და თავისუფალი დრო ფერმაში

19:15 – 20:00 | სესია 3: ადამიანი და ტექნოლოგია
სპიკერები:

  • იაკო ჯიქია, Helio AI, თანადამფუძნებელი და CEO
    თემა: „მე, ბებია, ილიკო და AI“
  • ნინუცა ნანიტაშვილი, ტექნოლოგიების ევანგელისტი
    თემა: „ინოვაცია: მიზანი თუ საშუალება?“

20:00 – 21:00 | სესია 4: Gen Z – იდენტობა და მიზანი
პანელური დისკუსია: Gen Z – WORKSETTERS
პანელის მენტორი: ლიკა ნოზაძე

  • მარიამ ხუროძე, სტუდენტი, TEDx სპიკერი, ევროპული სკოლის, ეკონომიკისა და ფინანსების ასოციაციის პრეზიდენტი
  • ოთო მელანაშვილი, Kan-Guroo, დამფუძნებელი
  • ნათია კურტანიძე, FLUTTER INTERNATIONAL, აღმასრულებელი ასისტენტი

ღონისძიების შეჯამება
ნინო მესხიშვილი, Adjara Group, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი

21:00 | Farm to table ვახშამი, მუსიკა და კოცონი

ლოკაცია: კიკეთის ფერმა, ცხრა ძმა ხერხეულიძის ქ. 28

ბილეთები: http://tkt.ge/FarmTalks

მხარდამჭერები: ბაკურიანი, Gulf, AACC, Monkey Shoulder, HENDRICK’S, კიკეთის ფერმის ღვინო, TKT.Ge

[პარტნიორის კონტენტი]

Samsung SmartThings Hub – მართე სახლის ჭკვიანი ტექნიკა ტელევიზორის ეკრანიდან

Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა