ძაღლები და კატები ჩვენი კომპანიონი ცხოველები არიან. საუკუნეების მანძილზე, ადამიანებთან თანაცხოვრებამ, ისინი ჩვენს განუყრელ მეგობრებად აქცია. XXI საუკუნეში კატები და ძაღლები მილიონობით ადამიანის ოჯახის წევრია. მათ მოვლას, ხშირად, ბავშვის მოვლასაც ადარებენ, თუმცა, ყველაფერი ასე რთულადაც არ არის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც არსებობს ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე მზრუნველი კომპანია, რომელიც მზად არის ყველა საჭირო სერვისი შესთავაზოს საკუთარი ოთხფეხა მეგობრების პატრონებს.
Farmina იტალიური ნუტრიციული კომპანიაა, რომელიც ცხოველის საკვებს 50 წელზე მეტია, აწარმოებს. მის პროდუქტს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყნაში შეხვდებით და მათ შორის 2021 წლიდან, უკვე, საქართველოშიც.
Farmina გამოირჩევა ჰიპერპრემიუმ კლასის ხარისხით, მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით, რევოლუციური ტექნოლოგიებით, მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული ფორმულებითა და უსაფრთხოებით – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლითაც Farmina-ს პროდუქცია ყველასგან გამორჩეულია.
თუმცა, გარდა საუკეთესო ხარისხისა, Farmina -ს კომპლექსური მიდგომის ფარგლებში, შექმნილი აქვს დამატებითი სერვისი საკუთარი მომხმარებლებისთვის: ცხოველის ნუტრიციოლოგის უფასო კონსულტაცია და კვების გეგმის შედგენა ინდივიდუალურ მახასიათებლებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით.
ნუტრიციოლოგიის ამოცანაა კვების რაციონის, ორგანიზმში იმ ნივთიერებების, ნუტრიციენტების ოპტიმიზაცია, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის და ბიოქიმიური პროცესების რეგულაციისთვის.
„Farmina“-ს ნუტრიციული კონსულტანტების გუნდის სახით, თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ მუდმივი მხარდაჭერა და აკონტროლოთ თქვენი შინაური ცხოველის ჯანმრთელობა, მისთვის საუკეთესო საკვების, დღიური რაციონის, ინგრედიენტების შემადგენლობებისა და სასურველი წონის სწორად შერჩევით.
კომპანიას ჰყავს საკუთარი ვეტერინარების გუნდიც, რომელიც ცხოველის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან, მოგცემენ რჩევებსა და მიმართულებებს.
ეს სერვისები Farmina-ს ყველა მომხმარებლისთვის, ხელმისაწვდომია მუდმივად და სრულიად უფასოდ.
Vet Life Farmina-ს კიდევ ერთი რევოლუციური ხაზია, რომელიც მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ფრიდრიხ II-ის სახელობის ნეაპოლის უნივერსიტეტის ცხოველთა კვების კათედრასთან ერთად შეიქმნა. ეს არის უნიკალური ფორმულებისგან შემდგარი კლინიკური კვების ხაზი სპეციალური საჭიროებების სამკურნალოდ და საპრევენციოდ.
ოთხფეხა მეგობრების პატრონებს, საქართველოში Farmina-ს პროდუქციის, თუ ყველა სასურველი სერვისის მიღება შეუძლიათ „ონლაინ“, Facebook გვერდისა და ვებგვერდის საშუალებით, სადაც ძალიან მალე, შეკვეთის ფუნქციაც ჩაირთვება.
საკვების მიტანა, საქართველოს ნებისმიერ წერტილში სრულიად უფასოა.
Farmina-ს პროდუქცია წარმოდგენილია თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში არსებულ ზოომაღაზიათა სხვადასხვა ქსელში.
[პარტნიორის კონტენტი]