5
Oct
2016

ფარული კამერებით გადაღებული ოჯახური მყუდროება – TalkTalk–ის სახალისო ვიდეორგოლი

5 Oct 2016



ოჯახური სიმყუდროვე და კომფორტი ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ალბათ უცნაური არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ბევრი ოჯახის საყვარელი ტრადიცია საღამოობით შეკრება და ტელევიზორის ყურებაა. ბრიტანულმა არხმა TalkTalk კამპანიისთვის სწორედ ეს კომფორტული გარემო გამოიყენა და მხიარული ვიდეორგოლი გამოუშვა.

დასახული დავალებისთვის თავის გართმევა არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რადგან იმ განსაკუთრებული ემოციებისა და მხიარული აურის ხელოვნურად შექმნა, რაც ამ დროს ოჯახში ტრიალებს, ცოტა რთულია. სწორედ ამიტომ, არხმა გადაწყვიტა ფარული კამერები გამოეყენებინა და ისე მიიღო სასურველი მასალა. შეიძლება ცოტა არაეთიკურად ჩანდეს ვიღაცის ოჯახში ფარული კამერების დაყენება და პირად ცხოვრებაში შეჭრასაც კი ჰგავდეს, მაგრამ შედეგი ამად ნამდვილად ღირდა.

TalkTalk–მა თავისი ახალი იდეისთვის ერთ–ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ამოარჩია და მათ სახლში 16 ფარული კამერა დააყენა. ორი კვირის განმავლობაში, კამერები ოჯახის ცხოვრებას დეტალურად აფიქსირებდნენ, საბოლოოდ კი მიღებული ზღვა მასალიდან არხმა ის საუკეთესო მომენტები ამოარჩია, რომელიც ოჯახის ერთობლივ მყუდროებას და სიხარულს ასახავდა.

 

განხილვა