in

როგორ ვისარგებლოთ დიდი ფასდაკლებით, საქართველოს რეგიონებში, სასტუმროს სერვისით სარგებლობისას? – Discount Week

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, პირველად საქართველოში, 13-დან 27 თებერვლამდე ფასდაკლების კვირეული – Discount Week გაიმართება.

BOG
BOG

Discount Week წარმოადგენს მრავალეტაპიან პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში, სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას.

პირველი ეტაპი კახეთის რეგიონში ჩატარდება და ფასდაკლებები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტში ჩართულია 11 სასტუმრო, რომლებიც ვიზიტორს სეზონზე გამოცხადებული ფასიდან, სპეციალურ 25%-იან ან მეტ ფასდაკლებას სთავაზობენ.

ფასდაკლების მისაღებად, მომხმარებელმა სასტუმროს დაჯავშნისას უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი.

სასტუმროების ჩამონათვალის, ფასებისა და პრომო კოდის მისაღებად გადადით ბმულზე: http://georgia.travel/discounts

Discount Week, წლის განმავლობაში, საქართველოს ყველა ტურისტულ რეგიონს მოიცავს.

სპეციალური სასმისი შეყვარებული წყვილებისთვის – Burger King–ის სიურპრიზი ვალენტინობასთან დაკავშირებით

Google Home – ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებელს სახლის საქმეებში ეხმარება