დღეიდან თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯიპისისა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ.
„ჯიპისისა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთლეობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი საფეხურია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი მომხმარებლები ყოველ თვე მიიღებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა ბრენდებზე,“ – თიბისი დაზღვევა.
თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლები ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ კოსმეტიკის, საკვები დანამატებისა და ვიტამინების ბრენდებზე. ჩამონათვალს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ https://bit.ly/3Iizrld
[R]