in

Fashion Management – 22 მარტიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

მოდა ის სფეროა , რომლითაც საქართველოში უფრო და უფრო ინტერესდებიან. იქმნება ძალიან ბევრი ახალი და ორიგინალური პროდუქტი, დიზაინერები საერთაშორისო ასპარეზზე გადიან და მოდის კვირეულებიც უფრო და უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს. თუმცა, ბარიერი, რომელიც მოდის მენეჯმენტსა და მარკეტინგში დგას, მუდმივად იჩენს ხოლმე თავს მაშინ , როცა საქმე შექმნილ კოლექციისა თუ ნებისმიერი პროდუქტის საზოგადოებისთვის წარდგენასა და გაყიდვას ეხება. ინდუსტრიის განვითარებისათვის საჭიროა fashion მენეჯერები და fashion მარკეტინგის სპეციალისტები. სწორედ ამიტომ, შეიქმნა სასერტიფიკატო კურსი Fashion Management & Marketing, რომელიც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ისწავლება.

კურსის მიზანია, რომ მოდის სახლებისათვის, მოდური ჟურნალებისათვის, ვაჭრობისა თუ წარმოების სექტორებისათვის მოამზადოს პროფესიონალი Fashion-მენეჯერები და Fashion-მარკეტინგის სპეციალისტები.

gau_fm_coverკურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი დიზაინერებისთვის, ბრენდული მაღაზიებისა და მოდის სახლების მენეჯერებისათვის, მოდელებისთვის და Fashion-მენეჯმენტის სფეროთი დაინტერესებული სხვა პირებისათვის.

კურსის ხარნგრძლივობა შეადგენს 3 თვეს. კურსის მონაწილეებს, გარდა პროფესიონალი ლექტორებისა, მასტერკლასებს ჩაუტარებენ ცნობილი დიზაინერები და მოდის სფეროს წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ კურსის მონაწილეებისთვის მოეწყობა სპეციალური ვიზიტები ქართული მოდის სახლებში და  ჩაერთვებიან Tbilisi Fashion Week-ის ღონისძიებებში.

კურსის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს ექნებათ უპირატესობა, სტაჟირება გაიარონ მოდურ ჟურნალებში და ჩაერთონს ხვადასხვა Fashion-პროექტების განხორციელებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს: www.gau.ge/fashionmanagement

კურსის ხელმძღვანელები :

ყუბანეიშვილი ეკატერინე
ტელ: 577 502 705
[email protected]
მეგი ჯაში
ტელ: 599 31 77 00
[email protected]

 

[R]

“M&M’s”-ი 75 წლისაა

დედა მიყვარხარ! მასშტაბური ფლეშმობი ბათუმში