in

Fashion Marketing კურსი საქართველოში

მოდის მარკეტინგიტრეინინგ საკონსულტაციო ცენტრი “კაპ ბიზნეს ლაბორატორია” მოდის მარკეტინგის (Fashion Marketing) პროგრამას იწყებს. კურსი უნიკალურია, რადგან საქართველოში, ის არც საუნივერსიტეტო, არც პოსტ-დიპლომურ დონეზე ისწავლება.

პროგრამის აუცილებლობა განაპირობა მზარდმა მოთხოვნამ საშუალო დონის მენეჯრებზე, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ვაჭრობა, დიზაინი და წარმოება. 2010 წლიდან საქართველოში ეწყობა მოდის კვირეულები, ჩამოდიან დიზაინერები, კრიტიკოსები, ბაერები, იმართება ვორქშოფები… ასე თუ ისე, მოდის ინდუსტრია ცდილობს განვითარებას. თბილისსა და სხვა ქალაქებში გამოჩნდა მსოფლიოს წამყვანი სახლების მონო-ბრენდ მაღაზიები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაჭრობის ამ სეგმენტში დასაქმების მასშტაბები ინტენსიურად იზრდება.

“კაპ ბიზნეს ლაბორატორიის” მიერ შემუშავებული კურსი მოიცავს პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს, ასევე უნარების განვითარებისთვის აუცილებელ რამდენიმე მოდულს. თეორიული ნაწილს პროგრამის ფარგლებში ოთარ ქირია (Marketing Planning) და ნინო იოსელიანი (Fashion Marketing) გაუძღვებიან. ორივე ტრენერს შესაბამისი გამოცდილება აქვთ მიღებული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა და შტატებში.

კურსის პრაქტიკულ ნაწილს თემატურად უძღვებიან ხატია შამუგია – პარფიუმერიისა და კოსმეტიკის სექტორი; ნათია ფოფხაძე – აქსესუარები; საბავშვო ხაზები; აშრაფ პატელი – ფრანჩაიზ სტრუქტურები და ბრენდის გლობალიზაცია; ზურაბ მგალობლიშვილი – ქართული ბრენდის მშენებლობა (ავთანდილი). ასევე, კურსის ფარგლებში, მსმენელები მონაწილეობას მიღებენ რამდენიმე გასვლით სემინარში, რომლებიც მოდის ინდუსტრიის განვითარებას ეძღვნება.

პროგრამის დასასრულს კი მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაესწრონ უნარების რამდენიმე ტრეინინგს. ფსიქოლოგი ეკატერინე ფუტკარაძე პერსონალური ბრენდინგის ნაწილს გაუძღვება. ასოცირებული პროფესორი, დარა შეკოჰ აჰმედი კი პრეზენტაციის ხარისხის უპირატესობებზე შეაჩერებს მსმენელის ყურადღებას.

ჯამში 72 საათის განმავლობაში, მსმენელი შეიმეცნებს ისეთი საგნების ქეისებსა და გამოცდილებებს, როგორებიცაა მარკეტინგული დაგეგმვა, ბრენდინგი, მოდის მარკეტინგის სპეციფიურობა, მოდის სტაილინგი, ლუქს ბრენდინგი, მომხმარებელთა კლასიფიკაცია, წარმოებიდან – ვიტრინამდე, მერჩენდაიზინგი, კრისტიან დიორის ლექსიკონი, ბლოგინგის მნიშვნელობა ინდუსტრიისთვის და მედია კრიტიკა.

კურსი 1 მაისს იწყება და ივლისის შუა რიცხვებში სრულდება. სილაბუსი, ადამინისტრაციული ინფორმაცია და დეტალები მითითებულია კაპ ბიზნეს ლაბორატორიის ფეისბუქ გვერდზე

Facebook/KapLaboratory

გავუზიაროთ ერთმანეთს წიგნები – ახალი ვიდეორგოლი !

QUIZ: Build Your Ideal Date And We’ll Tell You Who You Are. Personality Quiz