როგორ მუშაობს Fashion რითეილი, როგორ ადაპტირდა ბაზარი ახალ გარემოსთან? ან როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებელი და რა უნდა ვიცოდეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი მომავალი ამ ინდუსტრიას დავუკავშიროთ? – „მარკეტერის“ პოდკასტის სტუმარია რეზო მაღალაშვილი, „რითეილ ჯგუფ ჯორჯიას“ დირექტორი. ეს ჯგუფი, საქართველოში, ისეთ ცნობილ ბრენდებს წარმოადგენს, როგორებიცაა: ZARA, Massimo Dutti, Stradivarius, Mango, GAP, Marks & Spencer, Pull&Bear და ა.შ. რეზო 10 წელზე მეტია Fashion რითეილში საქმიანობს და მისი დახმარებით, საქართველოს ბაზარს არაერთი დიდი ბრენდი შემოუერთდა. ასე რომ მოუსმინეთ „მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდს.
„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“. ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge.