in

„Fashion Upcycling Course Tbilisi“ — ახალი ნაბიჯი ქართული მოდის განვითარებაში

2025 წლის 17-25 ნოემბერს თბილისში, სააგენტო ვიტრინის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდება პირველი Fashion Upcycling ვორკშოპი Institut Français de la Mode (IFM)-თან კოლაბორაციით.

საგანმანათლებლო პროექტი მიეძღვნება მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას — მდგრადი მოდის დანერგვის კულტურის განვითარებას. ეს პროგრამა პირველად იძლევა შესაძლებლობას,  საქართველოში მსგავსი ფორმატის საერთაშორისო კურსი შესთავაზოს მოდის სფეროს წარმომადგენლებს.

პროგრამა წარმოადგენს IFM-ის ცნობილ Fashion Upcycling Summer School-ის ანალოგს, სადაც ქართველი მონაწილეები მიიღებენ შანსს, ევროპული მოდის სკოლის მსგავსი სტანდარტებით შეისწავლონ Upcycling-ის მეთოდები.

კურსს ხელმძღვანელობენ:

  • მადო რომანაძე — სააგენტო Vitrine-ის დამფუძნებელი, 17-წლიანი გამოცდილებით მარკეტინგის, მოდის კონსულტირების, ბრენდის და ბიზნესის მართვის სფეროში;
  • Catherine Piéderrière — Institut Français de la Mode-ის მოწვეული ლექტორი, რომელიც მუშაობდა ისეთ ცნობილ ფრანგულ ბრენდებთან, როგორებიცაა Anne Valérie Hash და Jean Charles de Castelbajac.

პროგრამა შედგება 7 დღიანი ინტენსიური ვორქშოფისგან. სესიები გაიმართება 2025 წლის 17–25 ნოემბერს, მონაწილეები თავად შექმნიან საკუთარ Upcycling პროტოტიპებს და აღმოაჩენენ, როგორ შეიძლება გამოუსადეგარი ნივთისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.
კურსის დასრულებისას მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს — ორივე ლექტორის ხელმოწერით, როგორც სააგენტო ვიტრინიდან, ასევე IFM-დან.

პროექტი შექმნილი და ორგანიზებულია სააგენტო Vitrine-ის მიერ და დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებული პროექტის QUIS-ის მიერ.

რატომ Institut Français de la Mode (IFM)

სააგენტო Vitrine უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს მოდის სფეროში წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ის წარმოადგენს საქართველოს ერთადერთ ავტორიზებულ პარტნიორს TRANOÏ SHOWROOM-ის მიმართულებით — ეს არის საფრანგეთის მოდის ფედერაციის მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გამოფენა, რომელიც აერთიანებს მსოფლიო მოდის საუკეთესო ბრენდებს.

Vitrine ასევე თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მოდის სფეროს წარმომადგენლებთან როგორებიცაა Premier Vision, Rakuten Fashion Week Tokyo, Edstrom Agency, SOGO SEIBU, SHIBUYA PARCO, MODEL INC, Fashion World Tokyo, Galeries Lafayette, Premier Classe, Who’s Next, Scoop International, რითაც ქართველ დიზაინერებს აძლევს შანსს გაეცნონ საერთაშორისო ბაზრებს და შეძლონ საერთაშორისო მიმართულებით წარმატებული ოპერირება.

სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე, სააგენტომ გადაწყვიტა განათლების მიმართულების განვითარება და პარტნიორობა მოდის განათლების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინსტიტუტთან — Institut Français de la Mode (IFM)-თან.

დღეს, როცა მდგრადობა და რესურსების ხელახალი გამოყენება იქცა მოდის სფეროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, IFM აქტიურად ავითარებს Upcycling-ის მიმართულებას და ხელს უწყობს ინოვაციურ ეკოლოგიურ მიდგომებს.

საქართველოში IFM-თან პარტნიორობა ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას — ცოდნის, პრაქტიკისა და კულტურის იმპორტს, რომელიც დაეხმარება ქართველ დიზაინერებს ახალ ხედვაში და გახსნის კარს გლობალური მოდის სამყაროსკენ.

კურსზე რეგისტრაცია:

კურსის ღირებულება სრულადაა დაფინანსებული ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ. მონაწილე შერჩევის შემთხვევაში დაფარავს მხოლოდ სარეგისტრაციო საფასურს 150 ლარის ოდენობით.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 ნოემბერი. შერჩეული აპლიკანტების რაოდენობა შეზღუდულია და პროგრამაში მონაწილეობისთვის შეირჩევა მხოლოდ10 მონაწილე.

[პარტნიორის კონტენტი]

IFCS 2025 – კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალი

Optio განახლდა! – პლატფორმის 6.0 ვერსია უკვე ხელმისაწვდომია