28
Mar
2019

ქართველი დიზაინერები, ტოკიოში, მოდის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ

28 Mar 2019

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, “Fashion World Tokyo 2019”-ში 11 ქართველი დიზაინერი მონაწილეობს. გამოფენაზე, საკუთარ პროდუქციას წარადგენენ: „ელსელემა“, „ევროტექსი“, „აკა ნანიტა“, “MAMY BAG“, „ფაფანაკი“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, „ქეთი ჩხიკვაძე“, “Fashion House Tamuna Ingorokva“, „ავთანდილი“, „ლალო“ და “Cecilie” 

„ქართველი დიზაინერები, გამოფენაზე, თავის ნამუშევრებს „აწარმოე საქართველოში“-ის მხარდაჭერით წარადგენენ. აქ მონაწილე ქართულ კომპანიებს საშუალება ექნებათ დაამყარონ მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირები და აითვისონ ახალი საექსპორტო ბაზრები“.

საერთაშორისო გამოფენა 29 მარტს დასრულდება. 

Fashion World Tokyo“ 1981 წლიდან იმართება და მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ტანსაცმლისა და აქსესუარების დიზაინის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენას 25 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, მონაწილე კომპანიების რაოდენობა, 40 ქვეყნიდან, 750-ს აღემატება.

განხილვა