ტრენერთა ასოციაციისა და „თიმბოუთის“ ერთობლივი ინიციატივით, საქართველოში პირველად, შეიქმნა ფასილიტატორთა აკადემია – უნიკალური სივრცე, რომელიც გამოცდილ პროფესიონალებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
ვისთვის არის პროგრამა?
აკადემია განკუთვნილია ტრენერებისთვის, მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, სპიკერებისა და ჯგუფური ქოუჩინგის პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც მზად არიან პროფესიული განვითარების ახალ საფეხურზე გადასასვლელად და სურთ გახდნენ სერტიფიცირებული ფასილიტატორები.
რას მიიღებთ პროგრამის დასრულების შემდეგ?
ფასილიტატორთა აკადემიის კურსდამთავრებულები შეძლებენ:
- ჯგუფის ეფექტიან ფასილიტაციას;
- თიმბილდინგის წარმატებით ჩატარებას;
- შეხვედრებისა და სამუშაო პროცესების წარმართვას მაქსიმალური შედეგებით;
- Workshop-ებისა და კონფერენციების დამარწმუნებლად და ინტერაქტიულად მართვას.
ფასილიტატორთა აკადემიის მიზანია, საქართველოში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული ადამიანური კაპიტალის მომზადება.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ ტრენერთა ასოციაციის გვერდზე.
[პარტნიორის კონტენტი]












