თბილისელებს კარგად ახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, „ფორსაჟის“ გადაღების გამო გადაკეტილი ქუჩები. ჰოლივუდური ფილმის გადაღებები 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირებზე, თავისუფლების მოედანსა და ნუცუბიძეზე მიმდინარეობდა.
ცნობილი გახდა, რომ ფილმის სრული ტრეილერი 31 იანვარს გამოვა, ფილმის პრემიერა კი 22 მაისს შედგება. მანამდე კი, ფილმზე მომუშავე ჯგუფმა ტრეილერის ერთ-ერთი ნაწილი 15 წამიანი ტიზერის სახით გვიწილადა. ტიზერში, მანქანებზე ფოკუსირებულ კადრებთან ერთად, ვხედავთ Fast and Furious 9-ის (იგივე „ფორსაჟი“) მთავარი როლის შემსრულებელ ვინ დიზელსა და თავისუფლების მოედანს.
Fast and Furious 9-ის საქართველოში გადაღება, „ენკენი ფილმსის“ პროექტის ფარგლებში, Enterprise Georgia-ს მხარდაჭერით (პროგრამა „გადაიღე საქართველოში“) გახდა შესაძლებელი.