Fast Company Innovation Festival-ის სცენაზე, კანიე ვესტმა წყალმცენარისგან შექმნილი ფეხსაცმელი წარადგინა. ფეხსაცმელი ბრენდ Yeezy-ს სახელის ქვეშ შექმნილი სპორტული და თან ეკომეგობრული პროტოტიპია. ვარსკვლავის თქმით, მსგავსი წარმოების დანერგვით, კომპანია შეძლებს ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისთვის ხელის შეწყობას. სიახლის ფარგლებში, Yeezy-ს საკუთარი საწარმო, უფრო კი ერთგვარი სათბური ექნება წყალმცენარეებისთვის.
მოდის ინდუსტრიის დახმარებით, მილიონობით ტონა ნახშირბადი ხვდება ატმოოსფეროში, ყოველწლიურად. ესეც რომ არა, ხშირია ინდუსტრიის მიერ ბუნებრივი მასალების გვერდით, წარმოებისთვის საჭირო ქიმიური მასალების გამოყენება, რომელთა გადამუშავებაც, სამომხმარებლო ფაზის შემდეგ, გარემოს ათასობით წელი უჯდება. Yeezy-ს ხედვა ამ მოცემულობის შეცვლას გულისხმობს. ცნობილია, რომ კანიე ვესტის მიერ დაანონსებული ფეხსაცმლის ყიდვა 2020 წლიდან, 75 დოლარიდან იქნება შესაძლებელი.