28
Feb
2019

Fast & Shine: ჩვენი მიზანია, ავტომობილების მფლობელთა დამოკიდებულება შევცვალოთ

28 Feb 2019

Fast and Shine ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის გასუფთავება – აღდგენის სერვისია. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, მათი მთავარი მიზანია, შეცვალონ მომხმარებლის ქცევა – სახელოსნოებს მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში ან ცვეთადი ნაწილების შესაცლელად კი არ აკითხავდნენ, არამედ საკუთრ ავტომობილზე მუდმივად ზრუნავდნენ.

„Fast and Shine ავტომობილის ექსტერიერისა და ინტერიერის გასუფთავება – აღდგენის უნიკალური სერვისია. ბრენდი გერმანული კომპანია Lederzentrum-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ჩვენი საქმიანობა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: ინტერიერისა და ექსტერიერის მოვლა-დასუფთავება და დიზაინი; ტყავი ნივთების რესტავრაცია; დითეილინგ-აკადემია, სადაც გერმანიაში სერთიფიცირებული სპეციალისტები ახალგაზრდებს შეასწავლიან მანქანის მოვლას უახლესი მეთოდებითა და საშუალებებით. სამწუხაროდ, საქართველოში, ავტომობილის მოვლის კულტურა არ არსებობს. ან, მაქსიმუმ, შემოიფარგლება მანქანის გარეცხვით, კრიზისულ მდგომარეობაში კუსტარული პროფილაქტიკების ძიებით​, ცვეთადი ნაწილებისა და ზეთის შეცვლით. არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ ახალ, ცენტრიდან გამოყვანილ ავტომობილებს არავითარი მოვლა არ სჭირდება და წლების განმავლობაში შეგიძლია უყურადღებოდ გყავდეს. ავტომობილის მფლობელები იმითაც კი ამაყობენ, რომ მანქანას მხოლოდ ბენზინის ჩასასხმელად ან ზეთის შესაცვლელად „აწუხებენ.” ასეთ დამოკიდებულებას მივყავართ შედეგამდე, რაც ქალაქის ქუჩებში უამრავ მოუვლელ, დაბინძურებულ და გაუმართავ ავტომობილს გულისხმობს. Fast and Shine არის კომპანია, რომელიც ისწრაფვის უმაღლესი ხარისხის და მუდმივი განვითარების იდეალური სინთეზისკენ. ბრენდი იბრძვის დილეტანტური, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და უწესრიგობის წინააღმდეგ, რაც დღეს, საქართველოში, ავტომობილების მოვლის სფეროშია დამკვიდრებული. აქ არ აშინებთ ექსპერიმენტები და თანამედროვე მეთოდების დანერგვა. ამჟამად კომპანია Fast & Shine-ის ორ ფილიალში 25 ადამიანია დასაქმებული. მალე გავხსნით მესამე ფილიალს, ტყავის სარესტავრაციო ცენტრს, სადაც სერტიფიცირებული სპეციალისტები დაამუშავებენ ტყავის ნივთებს“.

M: ვისთვის არის Fast and Shine?

Fast and Shine-ის დამფუძნებლები ირაკლი ბაღოშვილი და ვანო ოქრუაშვილ

მათთვის, ვინც არ არის დიდად გათვითცნობიერებული ავტომობილების მოვლის საკითხებში, თანაც არც დრო აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ დროს მომხმარებელს გვერდით ჰყავდეს პროფესიონალი ადამიანები, ვინც მის ავტომობილზე პერიოდულად იზრუნებენ.

M: თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი?

ჩვენი პირველი გამოწვევაა, შევცვალოთ ადამიანების დამოკიდებულება ავტომობილების მოვლის საკითხის მიმართ. ამავდროულად, ბრენდის მიზანია, მომხმარებელს გაუჩინოს იმის განცდა, რომ ავტომობილი არის მათი ყოველდღიური გარემოს ნაწილი და ამიტომ, ამ გარემოს სუფთად და ჯანსაღად შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

M: ამბობთ, რომ დღეს, მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში აკითხავენ პროფილაქტიკას და ძირითდად, ცვეთადი ნაწილებისა და ზეთის შეცვლით შემოიფარგლება ავტომობილზე ზრუნვა. Fast & Shine-ის სერვისზე მოთხოვნა არის?  

ავტოდითეილინგი ევროპასა და ამერიკაში დიდი ხანია დამკვიდრდა და საკმაოდ შემოსავლიან საქმედაც ითვლება. საქართველოში ეს თითქმის არ არსებობს. არადა, ადამიანებს აქვთ სურვილი, თავიანთ ავტომობილს უფრო კარგად მოუარონ, ვიდრე საქართველოს ბაზარი ამის საშუალება იძლევა. შევისწავლეთ ეს პროცეში, მაგალითად, გერმანიაში, სადაც თავად ვესწრებოდი ტრეინინგებს და სემინარებს, გავაფორმეთ კონტრაქტი გერმანულ კომპანიასთან Lederzentrum და გავხდით მათი წარმომადგენლები საქართველოში. დავიწყეთ ქიმწმენდით და მივედით ავტოდითეილინგამდე, რაც უკვე ბევრ მომსახურებას მოიცავს – ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, კერამიკა, პოლირება, ფირების გადაკვრა, ტყავის რესტავრაცია, ორთქლით სალონის წმენდა ფუნჯებითა და ეკოლოგიურად სუფთა ხსნარებით. ამ სერვისის მიმართ ინტერესი უკვე არის.  იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა საქართველოში ავტოდითეილინგის კულტურაც დამკვიდრდება და ამაში ჩვენც შევიტანთ წვლილს.

M: ფაქტობრივად, მომხმარებლის ახალი ქცევის ჩამოყალიბებაზე ზრუნავთ. რა სირთულეებს წააწყდით ამ ბიზნესში?

ამ ბიზნეში ორ ძირითად პრობლემას წავაწყდით: პროფესიონალი კადრების არ არსებობას და მომხმარებელს, რომელსაც ბუნებრივად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ ხელოსანს „თავზე თუ არ დაადექი”, უხარისხოდ მოგემსახურება. რაც შეეხება კადრებს, ავტომობილების მოვლის, ქიმწმენდის, დითეილინგის, კერამიკის, პოლირების და სხვა სერვისებში პროფესიონალების სერიოზული დეფიციტი იყო. ძირითადად, დილეტანტები ასრულებდნენ ამ სამუშაოს. პროდუქტების განვითარებაზე, თანამედროვე მეთოდების დანერგვაზე და ხელოსნების კვალიფიკაციის ამაღლებაზე კი თითქმის არავინ ზრუნავდა. მომხმარებელს, რომელიც ავტომობილებში ნაკლებად ან საერთოდ ვერ ერკვევა, როგორც წესი, რჩება განცდა, რომ ან ფასში მოატყუეს ან მომსახურების ხარისხში, რაც თავიდანვე ნეგატიურად განაწყობს სახელოსნოების მიმართ. ჩვენ მივიღეთ ეს გამოწვევა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გადავჭრათ არსებული პრობლემები.

M: კონკრეტულად რას აკეთებთ ამისთვის?

გადავწყვიტეთ, ჩვენ თვითონ მოგვემზადებინა ის პროფესიონალი კადრი, რომელთან ერთადაც გადავჭრიდით ამ პრობლემებს – შევქმენით Fast and Shine-ის აკადემია, რომელიც ზრუნავს ცოდნის მიღებასა და გავრცელებაზე. კადრების მიღება დაწყებულია. ჩვენი მიზანი, საქართველოში ამ სფეროს განვითარება და პროფესიონალი დითეილერების აღზრდაა. შესაბამისად, აკადემია სასწავლებლად იწვევს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გამოირჩევიან ამ საქმისადმი გულწრფელი ინტერესით, პასუხისმგებლობის გრძნობითა და ადამიანებთან ურთიერთობის კულტურით. გვინდა, ქართულ ბაზარზე მეტი პროფესიონალი, დაფასებული და კეთილსინდისიერი ხელოსანი გაჩნდეს. ჩვენი სურვილია, შევცვალოთ შეხედულება და გავხადოთ ეს პროფესია პრესტიჟული. რაც დღეს, სამწუხაროდ, პირიქითაა – საქართველოში მანქანის ხელოსნობა (ინტერიერის და ექსტერიერის მოვლის მხრივ) სულ მცირე არაპოპულარულ საქმიანობად აღიქმება და ძალიან დაუფასებელია. შესაბამისია დამოკიდებულებაც ამ პროფესიის მქონე ადამიანების მიმართ. ეს გარემოება ამცირებს მოტივაციას ხელოსნებში, რომ დახვეწონ თავისი პროფესიული უნარები და თვითგანვითარებაზე იზრუნონ.

[R]

განხილვა