in

ყველაზე სწრაფი კვანტური მოწყობილობა

მკვლევარებმა წარმოადგინეს ახალი კვანტური კომპიუტერი, რომელიც ამ ეტაპზე ძირითადად „გაუსის ბოზონის შერჩევის“ სისტემის შესასრულებლად გამოდგება. ეს არსებითად არის მოწყობილობა, რომელიც შექმნილია ერთი ტიპის პრობლემის გადასაჭრელად უფრო სწრაფად და ეფექტურად. იგი დაფუძნებულია მოწყობილობებზე, სახელწოდებით „სხივის გამყოფი“.

კვანტურ კომპიუტერს, განსხვავებით კლასიკური კომპიუტერისა, უფრო სწრაფად შეუძლია გარკვეული პრობლემების გადაჭრა, რადგან კვანტური ბიტი ან კუბიტი შესაძლოა, არსებობდეს ბევრ სხვადასხვაგვარ მდგომარეობაში.

მართალია, გარკვეული პრობლემების გადაჭრა კომპიუტერსაც შეუძლია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმ მიზნებისთვის, რომლებსაც მეცნიერები და მკვლევარები ისახავენ. ოპტიკურ კვანტურ კომპიუტერს კი მრავალი პრობლემის გადაჭრა უნდა შეეძლოს, რისი ობიექტური მაგალითიც ჯერ არ გვინახავს, მაგრამ იმედია, რომ მალე ვიხილავთ.

ოპტიკური კვანტური კომპიუტერი შეიძლება იყოს ჩიპის მასშტაბის მოწყობილობა, რომელიც იკვებება ლაზერული დიოდების მასივით, ხოლო წაკითხვა ხორციელდება მთელი რიგი ცალკეული ფოტონის დეტექტორებით.

გულგრილობის ვირუსი კლავს — UN Women-ის კამპანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

შენი დროა! – რე|ბანკის საახალწლო ვიდეორგოლი