in

favoriteshop.ge – ყველაფერი, რაც გვიცავს COVID 19-ისგან ახლა უკვე ერთ ონლაინ მაღაზიაში

საწარმო „ფავორიტი სტილი“ წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მცირე დროში მოერგო ბაზრის ახალ გამოწვევებს, COVID 19-თან დაკავშირებული პრობლემებთან დაკავშირებით გაზარდა თავისი წარმოება და ეტაპობრივად სხვადასხვა ტიპის პროდუქტის შექმნა დაიწყო.

ყველაფერი, რაც გვიცავს COVID 19-ისგან ახლა უკვე ერთ სივრცეში, „ონლაინ“ მაღაზია: www.favoriteshop.ge-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ვებგვერდი favoriteshop.ge პროდუქტის მარტივად ხელმისაწვდომობის მიზნით სპეციალურად შეიქმნა. „ონლაინ“ მაღაზია საშუალებას აძლევს მოსახლეობასა და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს მარტივად მოიმარაგონ ყველაფერი, რაც დღესდღეობით COVID 19-ისგან თავდასაცავად გამოიყენება და რეკომენდებულია „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ.

„ონლაინ“ მაღაზიაში განთავსებულია COVID 19-სგან დამცავი ფაქტობრივად ყველა სახეობის პროდუქტი: სახის დამცავი ნიღბები და ფარები, უკონტაქტო სიცხის საზომი თერმომეტრები, დამცავი სათვალეები, წყალგაუმტარი და წყალგამტარი ხალათები, კომბინიზონები, სხვადასხვა ზომის სადეზინფექციო ხსნარები.

სტატიაში სათითაოდ წარმოგიდგენთ თითოეულ პროდუქტს:

1. სახის დამცავი ფარი მოზრდილებისა და ბავშვებისთვის – გამოიყენება მრავალჯერადად პირადი უსაფრთხოების მიზნით, იწმინდება სადეზინფექციო საშუალებით. რეკომენდებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ. ფასი: დიდი 4.95 ლარი, საბავშვო – 3.5 ლარი.

2. ხალათები და კომბინიზონები – უნივერსალური ზომის სამოსი დამზადებულია გაშხეფებისადმი რეზისტენტული სპეციალური მასალისგან.

გამოიყენება, როგორც  ბიოსამედიცინო ველში, ასევე პირადი უსაფრთხოებისთვის.

ფასი: წყალგამტარი ხალათი: 10 ლარი; წყალგაუმტარი ხალათი 18 ლარი; წყალგაუმტარი კომბინიზონი 65 ლარი.

3. პირბადეების ნაკრები – სამედიცინო უქსოვადი ქსოვილისგან დამზადებული, გაშხეფებისადმი რეზისტენტული სამშრიანი სამედიცინო პირბადეების 50-ცალიანი შეფუთვა.

ფასი: 50-ცალიანი შეფუთვა – 49.50 ლარი.

4. სამედიცინო სადეზინფექციო ხსნარები განსხვავებული მოცულობით. ფასი 5.95 ლარიდან.

5. უკონტაქტო თერმომეტრი სწრაფი გაზომვის ფუნქციითა და დიდი ციფრული ეკრანით.

ფასი: 310 ლარი.

6. დეზობარიერი – ფეხსაცმლის სპეციალური დეზობარიერები დაცვის იდეალური საშუალებაა სახლებისა და ოფისებისთვის. დეზობარიერს მოჰყვება 100მლ სადეზინფექციო სითხე, რომელიც ზავდება 5 ლიტრ წყალში.

ფასი: 79 ლარი.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია favoriteshop.ge-ზე, ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ სატელეფონო შეკვეთა ნომერზე 2 95 00 11.

შეკვეთებზე 30 ლარიდან ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.

Facebook: https://www.facebook.com/Favoriteshop.ge/

 

[R]

#არგადადო ლოგოს შექმნა – სააგენტო ALIENS-ის კონკურსი და უფასო მომსახურება გამარჯვებულებს

ნუ დამალავ, დროა უმკურნალო „სოკოს“