in

ჩემი ფავორიტი 3 რეკლამა – გიორგი ქვლივიძე

ვფიქრობთ, ამ სტატიით ახალ რუბრიკას ვუყრით საფუძველს, რადგან რა დალევს ძალიან კარგ რეკლამებს და საბედნიეროდ, საქართველოშიც ბევრი ისეთი ადამიანი გვყავს, ვისაც ამ საკითხში შეგვიძლია ვენდოთ, მათი გემოვნებით დავინტერესდეთ და ჩვენი ვერსიებიც გავაზიაროთ. მეტი შესავალი ამ ამბავს არ დასჭირდება და პირდაპირ წარგიდგენთ — JWT METRO-ს კრეატიული დირექტორის, გიორგი ქვლივიძის ტოპ 3 რეკლამა…

BOG

„ეს კლიპი, „აი, ის რო არი” გასახსენებლებში, ყველაზე მყარად არის ჩემ ტვინში გამჯდარი, უკვე წლებია. რო დავიწყე რეკლამის შეყვარება, აი იმ დროიდან ალბათ. ყველაფერი კარგია – ინსაიტი, ქოფი, კასტინგი… მოკლედ, სიმბოლურად ფავორიტი რეკლამაა და თან ძალიან გავს ეს მიზანსცენა სარეკლამოში იდეის ურთიერთგაზიარების პროცესსაც. კაი იდეას ამბობს ვინმე, ყველა – „სი, სი!” და აი, უნამუსო იდეებზე ესეთივე უხერხულობაა. სამი სერიიდან ერთ-ერთია ეს, სხვებიც ბრილიანტებია და ზოგადად, არგენტინელები იმ დროს ბრწყინავდნენ კრეატივში”

„ალბათ, 20-ჯერ ზედიზედ ვუყურე, პირველად რო ვნახე. იდეალური პროდუქტის რეკლამაა და „ჯენ ზეტთან” ძაან ზუსტად შერჩეული სალაპარაკო ენა. აი, ვითომ არაფერი, ვითომ საერთოდ არ უმუშავია მსოფლიოს ყველაზე ყოჩაღ სააგენტოს (W+K), ერთ ერთი უდიდესი მობილური მწარმოებლისთვის. A სერიის Awesome-თან გაიგივება, სიმღერა რომელიც თავში გარდაუვლად გებეჭდება და ვიზუალური რიგი, თითქოს შენი იდეალური news feed-დან. ძალიან ჭკვიანი რეკლამაა”

 

„მესამე ცინცხალებიდან იყოს. ისეთი მარტივი იდეაა, რომ ალბათ ყველას მოსვლია და გადაუგდია, მარა ამათ გაბედეს და შეასრულეს, ოღონდ გენიალურად და არავითარი გრაფიკა, ყველაფერი მართლა არის გადაღებული”.

ჰაბლის ტელესკოპმა შერწყმის პროცესში მყოფი 5 გალაქტიკა დააფიქსირა

რა არის თანამშრომლების 360-გრადუსიანი შეფასების სისტემა და როგორ ეხმარება ის ორგანიზაციას?