in

Instagram და Facebook უფრო ხშირად უცნობი ადამიანების კონტენტს გვაჩვენებს

veon
veon

თუ უკვე ძლიერი გრძნობები ჩამოგიყალიბდათ იმის შესახებ, რომ Instagram უფრო ხშირად გაჩვენებთ Reels-ებს იმ მომხმარებლებისგან, რომელსაც არ მიჰყვებით, უბრალოდ მომავალ წელს უნდა დაელოდოთ…

მარკ ზაკერბერგის თქმით, კომპანია 2023 წლის ბოლოსთვის რეკომენდირებული ანგარიშებიდან კონტენტის რაოდენობას გააორმაგებს, რომელსაც ადამიანები როგორც Instagram-ის, ისე Facebook-ის გამოყენებისას ნახავენ. Instagram-ზე კი პროცენტული მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია. 

ბიძგი, რომელსაც ზაკერბერგი აღმოჩენების ძრავის მშენებლობას უწოდებს, Facebook-ისა და Instagram-ის ისტორიული აქცენტიდან რადიკალურ გადახვევას წარმოადგენს, რადგან აქამდე ძირითადად ჩვენი მეგობრების სიახლეებს ვნახულობდით. ეს ცვლილება კი TikTok-თან კონკურენციის გამო გახდა საჭირო, სადაც ხელოვნურ ინტელექტს ვიდეოების მისაწოდებლად იყენებენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ აქვეყნებს მას. დიახ, ამ მიდგომამ TikTok მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად აპლიკაციად აქცია და სრულიად ახალი კრეატორთა ეკონომიკაც შექმნა. 

ხელოვნური ინტელექტი აღმოაჩენს დამატებით შინაარს, რომლებსაც ადამიანები საინტერესოდ თვლიან, ეს კი ჩართულობასა და ჩვენი გვერდების ხარისხს გაზრდის. Meta გამოიყენებს AI-ს, რათა რეკომენდაცია გაუწიოს ყველა იმ კონტენტს, რომელსაც ადამიანები საჯაროდ აზიარებენ, იქნება ეს ბმულები თუ ფოტოები. ვფიქრობ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, უნიკალური იქნება, არ მგონია, რომ მომხმარებლებს ერთი ფორმატით შეზღუდვა სურდეთ, — განმარტავს ზაკერბერგი. 

საინტერესოა ისიც, რომ Facebook-ის ბოლო ცვლილება კონტექსტში 2018 წელს იყო, ისინი საუბრობდნენ სტრატეგიაზე, რომელიც მეგობრებს შორის News Feed-ში „მნიშვნელოვანი სოციალური ინტერაქციის“ (MSI) წახალისებაზე იყო ორიენტირებული. 

კვლევამ აჩვენა, რომ, როცა სოციალურ მედიას იმ ადამიანებთან დასაკავშირებლად ვიყენებთ, რომლებზეც ვზრუნავთ, ეს, ჩვენი კეთილდღეობისთვისაც არის კარგი. მეორე მხრივ კი, სტატიების პასიურად კითხვა ან ვიდეოების ყურება, თუნდაც გასართობი და ინფორმაციული იყოს, შესაძლოა, არც ისე კარგი აღმოჩნდეს, — ამბობს ზაკერბერგი.

ახლა კი, როცა მეტას ბიზნესი შენელებულია და Facebook-ის მომხმარებელთა ბაზა ბერდება, ზაკერბერგი ბოლო ოთხ წელს უგულებელყოფს იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა არხი. იმასაც ამბობდა, რომ ადამიანები პირად გვერდზე კონტენტს უკვე აღარ აზიარებდნენ და ამას პირადი შეტყობინებების დახმარებით აკეთებდნენ… 

თანამშრომლების მოტივირება ემოციური კავშირის დამყარებით იწყება

რა გავითვალისწინოთ B2B მარკეტინგში?