იმ კამპანიაზე მოგიყვებით, რომელმაც მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. EA Sports-მა და Uncommon-მა FC 26-ის ახალი ვიდეორგოლი The Club Is Yours გამოუშვეს, რომელსაც დიდი ამბის ასატეხად მხოლოდ ვარსკვლავური შემადგენლობა კმარა, იქნება ეს ჯუდ ბელინგემი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ვირჯილ ვან დეიკი, ლუის ჰამილტონი თუ სხვა.
„ეს უბრალო ტრეილერზე მეტია, ფილმი პატივს მიაგებს ფეხბურთის კულტურას, დაწყებული გლობალური საკულტო ფიგურების ხელოვნებით, გაგრძელებული მომდევნო თაობების ოცნებებითა და სტადიონის ხმაურით“, — აცხადებს ნილს ლეონარდი, Uncommon-ის თანადამფუძნებელი.
ოღონდ ჩვეულებრივ მონტაჟს აქ გულშემატკივრების უკუკავშირით მიღებული კადრები ამჯობინეს და თითოეული ვიდეოში გააცოცხლეს. სწორედ ამიტომ ნახავთ ფილმში ყველაფერს, მოედანზე შემოსული პოლარული დათვების ჩათვლით… ასე გიჟური, სახალისო და საოცრად ამაღელვებელი ფილმი იკვრება, რომელიც ერთ ჭეშმარიტებასაც გადმოგვცემს: ფანები მხოლოდ კი არ თამაშობენ, არამედ ისინი განაპირობებენ თამაშის წესებს.
უშუალოდ EA Sports-სთვის კი ეს ფეხბურთის გულშემატკივრების ხელებში გადაცემის მისიას ემსახურება.
„FC 26 ჩვენი საზოგადოების ზეიმია. წელს კარგად მოვუსმინეთ და გამოწვევის წინაშე დავაყენეთ სტატუს-კვო, გავამყარეთ ჩვენი სიტყვები ქმედებებით — The Club Is Yours-მა საშუალება მოგვცა, ამ საზოგადოების ძალა აგვესახა და შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც ჩვენს ფანებს, მათ შემოქმედებითობასა და ენერგიას დაუკავშირებდა ერთმანეთს“, — ამბობს ჩარლი ვილიერსი, EA Sports-დან.











