in

FC Barcelona-მ კლუბის 125 წლის იუბილესთვის ახალი ფორმები გამოუშვა

FC Barcelona-მ სულ ახლახან გამოუშვა 2024-2025 წლის სეზონის ფორმები, რომლითაც გულშემატკივრების მთავარ სალაპარაკო თემად იქცა. ოღონდ ცოტა სკანდალშიც გაეხვა… თუმცა სანამ ამაზე მოგიყვებით, გეტყვით, რომ Nike-თან კოლაბორაციით, მათ პატივი მიაგეს კლუბის სულ პირველ 1899 წლის ფორმას, რომელსაც შუაზე გაყოფილი ლურჯი და მუქი წითელი დიზაინი წარმოადგენს. 

BOG
BOG

125 წლის იუბილესთვის შექმნილი ფორმები გულშემატკივრებისთვის ტრადიციებთან დაბრუნების საინტერესო მცდელობაა, ემოციებსაც აღვიძებს კლუბის მდიდარი ისტორიის მიმართ და ოქროს ეპოქაზეც შეგვახსენებს — იმ დროს, როცა ფეხბურთის ლეგენდები მესი და რონალდინიო იყვნენ მოედანზე. ამ ნოსტალგიურ კავშირს კიდევ უფრო აძლიერებს კლუბის გერბის ცენტრალურ ნაწილში გადმოტანა, რითაც 1999 წლის საუკუნის აღსანიშნ მაისურს გვაგონებს. საინტერესოა, ნაიკის Dri-FIT ADV-ის ტექნოლოგიაც, რომელიც ფორმებს სუნთქვადი და მოქნილი მასალებისგან ამზადებს…

ალბათ, თქვენი ყურადღება უკვე Spotify-ის ლოგომაც მიიპყრო, რომელიც ცენტრალურ ნაწილში გვხვდება. თუმცა ამ ამბავს ბევრი დადებითად არ ხვდება და ამბობენ, რომ კლასიკური დიზაინისგან ცუდ გადახვევას გვთავაზობს. ამასთან, ნოსტალგიის შეგრძნებებსაც აფერხებს… ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2024-2025 წლის სეზონის ფორმები კლუბის 125 წლის იუბილეს აღნიშნავს, მათ უფრო მეტი მოეთხოვებოდათ, ვიდრე მაისურის წინა ნაწილის სპონსორის ლოგოთი დაფარვა.

თუმცა ფინანსური მხარდაჭერაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია კლუბებისთვის, ესეც კარგად ვიცით, ამიტომ, ალბათ, სჯობს, დრომ გვაჩვენოს, რამდენად შეძლებს 125 წლის იუბილესთვის შექმნილი ფორმა მემკვიდრეობის ღირსეულად გაგრძელებას…

ახლა კი ვიდეოს გაჩვენებთ, რომელიც FC Barcelona-მ კლუბის წარსულსა და აწმყოზე პატივის მისაგებად შექმნა. ასე ახალი მაისურიც გვაჩვენა და კამპანიაში კლუბის ლეგენდებიც ჩართო. აქ ნახავთ რონალდინიოს, ინიესტას, ხავის, იამალს და სხვა ფეხბურთელებს, მემკვიდრეობას, რომელიც ახალ თაობას გადასცეს:

კახეთის გზატკეცილზე კარფურის სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა

საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველოში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა