in

FC Barcelona-მ მაისური, ტრევის სკოტთან ერთად, გამოუშვა — ექსკლუზიური კოლექცია ელ კლასიკოსთვის

ამერიკელი რეპერი ტრევის სკოტი ფეხბურთის სამყაროში ხმაურიანად შედის. არც მეტი, არც ნაკლები, FC Barcelona-სა და Spotify-სთან ერთიანდება და 11 მაისს ბარსელონასა და რეალ მადრიდის თამაშზე მაყურებელთა ყურადღების მიპყრობას თავისსავე Cactus Jack-ის ბრენდით აპირებს. 

BOG
BOG

ეს ამბავი Spotify-ის მიმდინარე არტისტების სერიის მეექვსე გამოშვებას აღნიშნავს. თუ ახლა სპეციალური გამოშვების მაისურზე Cactus Jack-ის ლოგოა დატანილი, მანამდე გულშემატკივრებმა ისეთი არტისტები იხილეს, როგორებიცაა Drake, Rosalía, Coldplay, Karol G და The Rolling Stones. ტრევის სკოტთან ერთად უფრო მეამბოხე, ქუჩური სტილით შთაგონებულ ვიზუალს იღებენ, რითაც როგორც არტისტის, ისე კლუბის დამოკიდებულებას ასახავენ.

მხოლოდ 1899 მაისური გამოვა, რითაც კლუბის დაარსების წელს ეხმიანებიან. საინტერესოა, რომ მათი ყიდვა გულშემატკივრებსაც შეეძლებათ, როგორც ონლაინ, ისე ბარსელონას მაღაზიებში. მეტიც, ვისაც ისტორიის ექსკლუზიური ნაწილი სურს, პრემიუმ ვერსიას შესთავაზებენ, რომელიც კლუბის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელების მიერ იქნება ხელმოწერილი.

მატჩამდე 10 მაისს ტრევის სკოტი ბარსელონაში კონცერტს გამართავს, რომლის ორგანიზატორი, რაღა თქმა უნდა, Spotify გახლავთ. თუმცა, მხოლოდ მოსაწვევებით შეძლებენ შესვლას, როგორც ამბობენ, იმერსიულ სამყაროში

ტრევის სკოტისა და ბარსელონას თანამშრომლობა მხოლოდ ამ მაისურებით არ შემოიფარგლება, სპეციალურ კოლექციას 9 მაისს ჩაუშვებენ, სადაც ჰუდები, მოსაცმელები, შორტები, შარფები, რეტრო სტილის მაისურები და მრავალი სხვა დაგხვდებათ. თითოეული ტრევის სკოტის დიზაინის უნიკალურ ენასთან ერთად ბარსელონას სპორტულ ისტორიას გაზიარებთ.

საინტერესოა, რომ Spotify-ის ვიცე-პრეზიდენტი ამ ამბავს ყველაზე ამბიციურ პროექტად აღწერს, რითაც მუსიკისა და სპორტის ძალაუფლებას ზეიმობენ, ხოლო ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა აცხადებს: ელ კლასიკოსთვის ლოგოს შეცვლა ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია Spotify-სა და FC Barcelona-ს გაერთიანებას ისეთი საუბრების წამოწყება, რომლებიც სპორტის სამყაროს სცდება.

წინანდლის მამულმა იტალიელ ლანდშაფტის არქიტექტორს, მარიო ბონიჩელის უმასპინძლა

აეგის სიმ ირიგა და კონდორ შილდი – „აგროსფეროში“ „ათენსის“ ინოვაციური პროდუქტები გამოჩნდა