in

FC Gagra – რებრენდინგი, ახალი სიმბოლო და ვიზუალური იდენტობა

FC Gagra-მ განახლებული ვიზუალური სისტემა წარადგინა, რომელიც კლუბის განვითარების ახალ ეტაპს ასახავს.

რებრენდინგის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამშრომლობამ. ვიზუალური სისტემის ტიპოგრაფიულ და დეტალურ ნაწილზე უკრაინელმა დიზაინერებმა იმუშავეს, ხოლო ლოგოსა და ვიზუალური იდენტობის საბოლოო სახე ანასტასია ლაევიმ ჩამოაყალიბა.

რებრენდინგის ფარგლებში, განახლდა ლოგო, მთავარი სიმბოლო და საკომუნიკაციო ენა – მიზანი თანამედროვე სპორტული ბრენდინგის სტანდარტებთან შესაბამისობა და კლუბის ვიზუალური კომუნიკაციის უფრო მკაფიო და სტრუქტურირებული ფორმით ჩამოყალიბებაა.

FC Gagra-ს ვიზუალური იდენტობა წლების განმავლობაში ეტაპობრივად იცვლებოდა. სხვადასხვა პერიოდში გამოყენებული ლოგოები ასახავდა იმ დროისთვის დამახასიათებელ დიზაინერულ მიდგომებსა და ფორმებს.

განახლებული ლოგოს კონსტრუქცია მკაფიო გეომეტრიულ პრინციპებზეა აგებული. მისი ცენტრალური ელემენტი დელფინია – სიმბოლო, რომელიც უკავშირდება გაგრას, როგორც შავი ზღვის სანაპირო ქალაქს. თუმცა, დელფინის გამოყენებას მხოლოდ ეს დატვირთვა არ აქვს. სპორტულ ბრენდინგში ის აღიქმება როგორც მოძრაობის, სისწრაფის, კოორდინაციისა და ინტელექტის სიმბოლო – თვისებები, რომლებიც ორგანულად ეხმიანება დინამიკურ გუნდურ სპორტს.

ლოგოს გარე რგოლში განთავსებული ტექსტური ელემენტები ხაზს უსვამს კლუბის ძირითად საყრდენს. წარწერა SINCE 2004 მიუთითებს კლუბის დაარსების წელსა და ისტორიულ უწყვეტობას. GEORGIA UNITED გამოხატავს კლუბის პოზიციონირებას როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო.

ვიზუალური სისტემის ფერთა პალიტრა ლურჯ ფერს ეფუძნება და ასოცირდება გაგრას, როგორც ზღვისპირა ქალაქთან. ამავე დროს, ლურჯი სპორტულ ბრენდინგში ფართოდ გამოიყენება სანდოობის, სტაბილურობისა და პროფესიონალიზმის ასახვისთვის.

FC Gagra 2004 წელს დაარსდა და დღეს წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ეროვნულ ლიგაში.

კლუბის ისტორიაში მნიშვნელოვანი წარმატებები საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირებს უკავშირდება – „გაგრამ“ მონაწილეობა მიიღო Europa League-სა და Conference League-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო გამორჩეული ტიტულებია საქართველოს თასი (2010/2011, 2020) და ზამთრის თასი (2017),

ვიზუალური იდენტობის განახლება კლუბის განვითარების უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის დეტალებსაც FC Gagra ეტაპობრივად გააცნობს საზოგადოებას.

[პარტნიორის კონტენტი]

OpenAI თინეიჯერთა უსაფრთხოებისთვის ასაკის პროგნოზირების ფუნქციას უშვებს

Beyond Taste — Lamborghini Tbilisi-ს ექსკლუზიური ვახშამი სერვისცენტრში