in

მაგალითი გრანდებისთვის? უკრაინული საფეხბურთო კლუბის ლოგოს გულშემატკივარი აირჩევს

აღნიშნულ მარათონში ჩაბმა და საკუთარი რჩეულისთვის ხმის მიცემა ნებისმიერს შეუძლია.

საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ დაარსებიდან (2006 წ.) 14 წლის თავზე კლუბში რებრენდინგი გადაწყვიტეს და შედეგად, გუნდს მალე ახალი ლოგო და იდენტობა ექნება. ასევე, მუშაობენ ახალ სლოგანზე, ვებგვერდსა და მობილურ აპლიკაციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ „ლვოვში“ მეორე საფეხბურთო კლუბიც არსებობს, 58 წლიანი ისტორიითა და მეტი წარმატებით, Fc Lviv უფრო ტინეიჯერი გულშემატკივრების საყვარელი კლუბია და მათი არცთუ ისე დიდი რაოდენობის გამო, კლუბში ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღეს: მათ ახალ ლოგოს სწორედ გულშემატკივარი შეარჩევს! დიზაინერებისგან შემოთავაზებული ყველა ვარიანტი ლვოველებმა ერთად განათავსეს და ფანებს ღია კონკურსში ჩართვა შესთავაზეს. გამარჯვებული იქნება ის ლოგო, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

აღნიშნულ მარათონში ჩაბმა და საკუთარი რჩეულისთვის ხმის მიცემას თქვენც შეძლებთ ბმულზე გადასვლის შემთხვევაში. 63 შემოთავაზებული ვარიანტიდან უმეტესობაში კლუბისა და ქალაქის მთავარი სიმბოლო – ლომი ფიგურირებს. უკრაინაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფეხბურთო კლუბის ლოგოს არჩევაში მონაწილეობას გულშემატკივრები იღებენ.

საფეხბურთო კლუბ „ლვოვს“ რამდენიმე თვის წინ, ქართველი სპეციალისტი გიორგი ცეცაძე წვრთნიდა.

Sony-მ სამაუწყებლო კომპანიებისთვის განკუთვნილი სმარტფონი შექმნა

უორენ ბაფეტის 4 ცხოვრებისეული არჩევანი, რაც წარმატებულ ადამიანებს მეოცნებეებისგან განასხვავებს