in

საქართველოში „მილანის“ საფეხბურთო აკადემია იხსნება

საქართველოში მსოფლიო გრანდის, „მილანის“ საფეხბურთო აკადემია გაიხსნება. ინფორმაცია „მარკეტერს“ Milan-ის წარმომადგენელმა, ანა წერეთელმა დაუდასტურა. მისი თქმით, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.

„ხელშეკრულება გამზადებულია. „მილანის“ აკადემია ქართული საფეხბურთო აკადემია „ოლიმპიკის“ ბაზაზე „ნიუ ვიჟენის“ უნივერსიტეტის რექტორის, დავით კერესელიძის დახმარებით აშენდება და საქართველოში გამორჩეული ინფრასტრუქტურა ექნება“, – ამბობს ანა წერეთელი.

საფეხბურთო აკადემიაში  5-დან 17 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები იქნება. რაც შეეხება მწვრთნელს, რომელსაც საქართველოში იტალიური კლუბი მოავლენს, მისი ვინაობა ივნისში გახდება ცნობილი. აკადემია, საქართველოში, 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

მანამდე კი, ბათუმში „მილანის“ ერთკვირიანი ბანაკი მოეწყობა, რომელიც „ანგისას“ საფეხბურთო ბაზაზე ️10-15 სექტემბერს გაიმართება, მას იტალიური საფეხბურთო კლუბის ასაკობრივი მწვრთნელები გაუძღვებიან.

რა მოვიმოქმედოთ, თუკი ბოსმა დაგვაღალატა?

რატომ ვიღებთ ცუდ გადაწყვეტილებებს?