in

დონეცკის „შახტარი“ სტადიონზე 1973 წელს გამოშვებული ავტობუსით მივიდა

კლუბის მარკეტინგული გუნდი მომდევნო თვეების განმავლობაში არაერთი მსგავსი კამპანიის განხორციელებას აპირებს, მათ შორის, რამდენიმე ღონისძიება სპეციალურად ფანებს მიეძღვნებათ.

Sporti
Sporti

დონეცკის „შახტარი“ საინტერესო აქტივობებით საკუთარ გულშემატკივარს მუდამ ანებივრებს, უკრაინელებმა, ამჯერად, კლუბის რეტრო ავტობუსს ახალი სიცოცხლე შთაბერეს და გუნდი თამაშზე 1973 წელს გამოშვებული LAZ 697M-ის მოდელით გადაადგილდა. პროცესი საკმაოდ სახალისო იყო, ამ ფაქტმა ფეხბურთელებსა და სტაფის წევრებშიც საინტერესო ემოციები გამოიწვია.დონეცკური კლუბი 85 წლისთავის აღსანიშნავად ემზადება, სწორედ ამ თარიღს მიეძღვნა აღნიშნული ღონისძიება, სასტუმროდან გამოსულ ფეხბურთელებს მოულოდნელად ულტრათანამედროვე კლუბის ავტობუსის ნაცვლად, ძველი ტრანსპორტი დახვდათ, რომელიც არანაირ ტექნიკური სახის პრობლემას არ უჩივის და გუნდი დანიშნულების ადგილზე უპრობლემოდ მიიყვანა.

„ნოსტალგია ვიგრძენი და ძველ დროში ვიმოგზაურეთ, საკმაოდ ემოციური მომენტი იყო. თავიდან ვერ მივხვდით, რა ხდებოდა და ავტობუსში ასვლა არავის სურდა, შემდეგ ეს იდეა ბიჭებს ძალიან მოეწონათ და გზაში ყველამ ვიმხიარულეთ, საინტერესო ექსპერიმენტი იყო, ვულოცავ კლუბს 85 წლისთავს, ჩვენ ჩვენი წარსულითა და ყველა მიღწევით ვამაყობთ“, – განაცხადა „შახტარის“ ფეხბურთელმა, სერგეი კრივცოვმა.

კლუბის მარკეტინგული გუნდი მომდევნო თვეების განმავლობაში არაერთი მსგავსი კამპანიის განხორციელებას აპირებს, მათ შორის, რამდენიმე ღონისძიება სპეციალურად ფანებს მიეძღვნებათ.

შეგახსენებთ, უკრაინულ კლუბში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დავით ხოჭოლავაც ირიცხება.


სკორლუცოს მთაზე არსებულ თავშესაფარში პირველი მსოფლიო ომის არტეფაქტები აღმოაჩინეს

მამა-შვილის ცხოვრება დედისა და მეუღლის გარეშე… ერთი დღე ექიმი ქალის ოჯახში