in

ასეთი იყო FCB ArtGroup Tbilisi-ისთვის 2022 წელი

წლის შეჯამების სტატიების სერიის ფარგლებში, დღეს, სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-ისანვლილ თვეებს შევაჯამებთ. 2022 წლის სიახლეებსა და მიღწევებზე FCB Artgroup Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი ანი ზაქარეიშვილი გვიყვება.

2022 წელი მოსალოდნელზე მეტად საინტერესო გამოდგა! ეს წელი, ჭეშმარიტად აღმასვლებისა და დაღმასვლების, საინტერესო პროცესებისა და რთული გამოწვევების გადალახვის წელი იყო ჩვენთვის! მსოფილოში განვითარებული მიმდინარე ომისა და პანდემიის გამო, 2022 ყველა ჩვენგანისთვის გამორჩეულად მძიმე გამოდგა, თუმცა, მთავარია, რომ სწორი შემართებითა და განწყობით ვცდილობთ ამ სირთულეებთან გამკლავებას და ჩვენი, როგორც სააგენტოს წვლილი შეგვაქვს იმ მესიჯების გაჟღერებით, რაც ჩვენს ღირებულებებს ასახავს.

მოგეხსენებათ, ჩვენ – FCB Artgroup Tbilisi გლობალური FCB-ის ქსელს წარმოვადგენთ საქართველოში და ამით ძალან ვამაყობთ. სხვა ასობით ფესტივალთან ერთად, კანის სარეკლამო ფესტივალზე, გასული წლების მსგავსად, წელსაც დიდ წარმატებას მივაღწიეთ. კანზე ჩვენი ქსელის 114 ნამუშევარი დაშორტლისტდა, 3 გრანდ პრიზი, 12 ოქრო, 25 ვერცხლი და 27 ბრინჯაო გვხვდა წილად და წლის ტოპ კრეატიული ქსელების რიგშიც აღმოვჩნდით.

ასევე, ძალიან გვიხარია, რომ წელს ჩვენი ყაზახური ოფისით ​​ოჯახური ძალადობის შესახებ ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიით Ad Black Sea-ზე ოქრო ავიღეთ.

ქეისი:

 

უკრაინაში მიმდინარე ომი განსაკუთრებით მძიმედ განვიცადეთ. ყოველდღიურ კომუნიკაციაში ვიყავით უკრაინის ფილიალის გუნდთან და ვცდილობდით შეძლებისგვარად გაგვემხნევებინა და გამოგვეხატა ჩვენი მხარდაჭერა მათ მიმართ! განვმეორდები და კიდევ ერთხელ ვიტყვი: #Slavaukraini #SlavaHeroyam.

საქართველოს ბაზარზეც არაერთი ძალიან საინტერესო ბრენდისთვის გავაკეთეთ კამუნიკაცია. წლევანდელ ნამუშევრებთა შორის, გამორჩეულად გვიყვარს და გვეამაყება ნატახტარი ზიგზაგის კამპანია, რომლის ფარგელბშიც შევქმენით კონცეფცია, სარეკლამო რგოლი და სხვა ციფრული გაშლები.

ასევე, დიდი სიამოვნება მივიღეთ ისეთი საერთაშორისო ბრენდის შეფუთვაზე მუშაობით, როგორიც იყო HeidelbergCement Georgia. 

2022 განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა, ასევე რეგიონის სხვა ოფისებთან კოლაბორაციების კუთხით. Ზოგადად, FCB-ის ქსელს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და სხვადასხვა ქვეყნის ოფისები აქტიურად ვთანამშრომლობთ. სხვადასხვა პროექტის მიხედვით,  წლევანდელი კოლაბორაციები მოიცავდა ბრენდინგს, სტრატეგიას, სარეკლამო რგოლებს და სხვა ციფრულ გაშლებს.

ამ პროექტებს შორის, გამოვარჩევდი აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდისთვის, სირაბისთვის გადაღებულ რგოლს, რომელზეც ვიმუშავეთ ბაქოს ოფისთან ერთად. პროექტის ფარგლებში საქართველოდან წავედით მთავარი გადამღები ჯგუფი – კუკუშა მომწონელიძე, გოგა დევდარიანი, აკა, ირა შენგელია, ქეთევან გუნია და ნუცა ზანგურაშვილი. გარდა იმისა, რომ ერთმანეთთან ხშირად წარმატებით ვთანამშრომლობთ, ასევე ვმეგობრობთ და ეს კარგად აისახა ჩვენს გუნდურ მუშაობასა და საბოლოო პროდუქტის ხარისხზე. კიდევ ერთხელ, მინდა თითოეულს დიდი მადლობა გადავუხადო.

ჩვენი სააგენტო სწრაფი ტემპებით იზრდება. უფრო და უფრო საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის საშუალება გვეძლევა, რაც თავისთავად, ძალიან სასიხარულოა. 

წელსაც, ჩვენს სააგენტოს არერთი ნიჭიერი და თავისი საქმის პროფესიონალი შემოემატა და გეზი კიდევ მეტი წინსვლისკენ გვიჭირავს! გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ გამორჩეული და მნიშვნელოვანი კამპანიები და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ინდუსტრიის განვითარებასა და ბრენდების ეფექტურ კომუნიკაციებში.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე წარმატებული პროექტები გამოდის მაშინ, როცა სააგენტო და დამკვეთი კომპანია ერთ გუნდად ვმუშაბთ. Როცა დამკვეთი გვენდობა და შემოქმედებით თავისუფლებას გვაძლევს, ეს ყოველთვის მეტად გვმუხტავს და გვიათმაგებს მოტივაციას! 

ზოგადად, ეს ინდუსტრიაც ადამიანებზე დგას და სწორი გუნდით ყველაფერი შესაძლებელია. ყველას ბედნიერ შობა-ახალ წელსა და მშვიდობიან 2023-ს გისურვებთ!

Volkswagen-ის მომხმარებლები ელექტრომობილებზე გადადიან

Majorel is Going Green — როგორ ზრუნავს მეიჯერელ საქართველო გარემოს დაცვაზე