in

ყავის ბრენდმა Fckoffee ახალი ვიზუალური იდენტობა წარადგინა

Fckoffee-ის ვიზუალური იდენტობა ემყარება აზრს, რომ ხელოვნება არა მხოლოდ გამოხატვის საშუალება, არამედ ემოციების აღძვრისა და ხანგრძლივი შთაბეჭდილების შექმნის გზაა. „თამამი ბრენდინგისა და ცოცხალი ფერების გამოყენებით, მიზნად დავისახეთ უნიკალური და დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა — ენერგიის მოზღვავება, რომელიც მინიმალისტურ სტანდარტებს შორდება“, — აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლები.

BOG
BOG

ამავდროულად, დასძენენ, რომ ყავა უბრალო სასმელზე მეტი უნდა იყოს, როგორც თავგადასავალი. უშუალოდ ვიზუალურ იდენტობაზე ახალბედა სააგენტო Willo-მ იზრუნა. მათი მთავარი ორიენტირი კი დიზაინის არსებულ საზღვრებს მიღმა ხედვა, ვნებისა და სიმამაცის გამოხატვა იყო. „გვჯერა, რომ ყავის ბრენდები ვნებისა და იდენტობის რეფლექსია უნდა იყოს, რომელიც ყველა ფინჯნის ნაწილია. სწორედ ამიტომ, მზად ვართ, მხიარულება და ფერადოვნება გავაცოცხლოთ, რადგან დიდი ხანია, ინდუსტრიას აკლია ეს ყველაფერი. ჩვენი თამამი დიზაინი და ენერგიული ბრენდინგი გვთავაზობს ახალ, საინტერესო ალტერნატივას“.

Sony World Photography 2023-ის გამარჯვებულებს შორის AI მოხვდა

შექმნეს სათვალე, რომელიც უხმო კომუნიკაციის საშუალებას იძლევა