in

FDA-ის ახალი აპლიკაცია ინსულინის დოზების გასაკონტროლებლად

თქვენ გლუკოზის დონის დაბალანსებას უკვე შეუფერხებლად და უმტკივნეულო გზით შეძლებთ. სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია FDA მომხმარებლებს, დამატებითი საფასურის გარეშე, ახალ და გარანტირებულ t:slim X2 insulin pump-ს სმარტფონის პროგრამული განახლების მეშვეობით შესთავაზებს. 

მობილური აპლიკაცია T:connect iOS-სა და Android-ზე მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, t:slim X2 ინსულინის მოწყობილობასთან დაკავშირებისას, დააპროგრამონ და გააუქმონ ინსულინის დოზები. იგი გლუკოზის რაოდენობას ბოლო 24 საათში, სტატუსის ცვლილებებს, მათ შორის გაფრთხილებებსა და “ინსულინოთერაპიის” მონაცემებს აჩვენებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტებს ტელეფონზე გლუკოზის მაჩვენებლების ნახვა ხშირად შეეძლებათ. ისინი ტელეფონის გამოყენებას, ინსულინის რაოდენობის დასადგენად და დოზის დასაპროგრამებლადაც შეძლებენ. ეს კი, დიდი ალბათობით, დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ინსულინის დოზების კონტროლის უფრო მოსახერხებელი გზა იქნება.

მეცნიერებმა ყველაზე დიდი გალაქტიკა აღმოაჩინეს

Bokacello: „გვინდა, მსოფლიოს ქართული ლიქიორით დავამახსოვროთ თავი“