in

FDA-მ ალოპეციის სამკურნალო პირველი პრეპარატი დაამტკიცა

ალოპეცია, დაავადება, რომელიც თმის ძლიერ ცვენას და სიმელოტეს იწვევს, ყოველწლიურად შეერთებულ შტატებში 300 000-ზე მეტ ადამიანს აწუხებს. საბედნიეროდ, მეცნიერებმა პოტენციურ სამკურნალო საშუალებას მიაკვლიეს — აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) პერორალური ტაბლეტები დაამტკიცა ზრდასრულთა მკურნალობისთვის. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დაავადების სისტემურ მკურნალობას ცდილობენ.

M2
M2

„უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის ვარიანტებზე წვდომა გადამწყვეტია მძიმე ალოპეციით დაავადებული პირების მზარდი რაოდენობისთვის“, — ამბობს კენდალ მარკუსი, FDA-ს წამლების შეფასებისა და კვლევის ცენტრის დერმატოლოგიისა და სტომატოლოგიის განყოფილების დირექტორი.

მარტივად რომ აღვწეროთ, ალოპეცია აუტოიმუნური აშლილობაა, რომელიც ორგანიზმს საკუთარი თმის ფოლიკულებზე „თავდასხმას“ აიძულებს, რაც თმის ცვენას იწვევს. ახალი აბი Olumiant კი ამ პროცესს აჩერებს, კერძოდ, ბლოკავს ფერმენტებს, რომლებიც თავდაპირველ ანთებას წარმოქმნის. 39-კვირიან კონტროლირებად კვლევაში პაციენტების სკალპის მინიმუმ 80% იფარებოდა, რაც ძალიან წარმატებული მაჩვენებელია…

მეორე კვლევაში 184 პაციენტიდან 22%-მა, რომელიც 2 მილიგრამი Olumiant-ით მკურნალობდა და 281 პაციენტიდან 35%-მა (4 მგ პრეპარატით) სკალპის ადეკვატური დაფარვა დაიბრუნა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე, რა თქმა უნდა, იმედისმომცემია, პაციენტებმა პირველ რიგში ექიმს უნდა მიმართონ, სანამ მკურნალობას აირჩევენ, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი, ცალკე ან სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღებისას.

„აბჯარი” – კომპრესიული სამოსის ქართული ბრენდი

არ აგერიოთ სტრატეგია დიდ მიზნებში