in

FDA-მ PTSD-ის სამკურნალო პირველი მოწყობილობის გაყიდვის ნებართვა გასცა

PTSD-ით, იგივე პოსტტრავმული სტრესული აშლილობით, მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება — ის ძლიერ ემოციურ სტრესს იწვევს, რაც ტრავმული მოვლენის მუდმივად განმეორების განცდით გამოიხატება. ახლა კი აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მის სამკურნალო პირველ მოწყობილობაზე გაყიდვის ნებართვა გასცა.

მოწყობილობა, სახელად Prism, ისრაელურმა კომპანიამ GrayMatters Health (GMH) შექმნა. ეს უკანასკნელი ორი ნაწილისგან შედგება და პაციენტებს ამიგდალის აქტივობის მართვაში ეხმარება, რადგან სწორედ ტვინის ეს რეგიონია პასუხისმგებელი ძირითადი ემოციებისა და მახსოვრობის რეგულირებაზე. უფრო კონკრეტულად რომ ავხსნათ, მეცნიერების თქმით, პაციენტები გონებრივი სტრატეგიის დასწავლას შეძლებენ და ემოციური სისტემაც შედარებით მშვიდი იქნება.

„როდესაც პაციენტი თავის ლიმბურ სისტემას წარმატებით არეგულირებს, ოთახიც მშვიდდება. ხალხი დასხდომას იწყებს და ხმაურიც იკლებს. ეს დადებითი უკუკავშირის შედეგი და უწყვეტი პროცესია“, — განმარტავენ Prism-ის შემქმნელები.

ამავდროულად, როგორც ცნობილია, PTSD ყველაზე ხშირად ჯარისკაცებს აწუხებთ. Prism-ის შექმნის დროსაც სწორედ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე ჩატარებული კვლევები გამოიყენეს — კერძოდ, fMRI-ის მონაცემები 2009 წლის ომამდე და ომის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ჯარისკაცებს, რომელთაც ამიგდალას აქტივობა მანამდეც მეტად აქტიურო ჰქონდათ, ომის შემდგომ PTSD-ის მეტი სიმპტომი გაუჩნდათ. ამიტომაც დააფუძნეს მოწყობილობა ამ სხეულის ჰიპერაქტივაციის შემსუბუქების იდეაზე…

როგორც ვარაუდობენ, მოწყობილობა აშშ-ის ბაზარზე 2024 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი და მის გამოყენებას შეძლებენ როგორც ამბულატორიულ, ისე კერძო კლინიკებში.

BTU-ში AI Books – ფარგლებში, “თანამშრომელთა მოტივაცია” – წიგნის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გაიმართა

დისტანციურად მომუშავე თანამშრომლები უფრო შფოთავენ სამსახურიდან გათავისუფლებაზე