in

FDA-მ შაკიკის სამკურნალო ნაზალური სპრეი დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ზრდასრულებში შაკიკის სამკურნალოდ ნაზალური სპრეი დაამტკიცა. Pfizer-ის განცხადებით, პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით გამოჩნდება და აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.

M2
M2

ამ დროისათვის არაერთი მედიკამენტი არსებს შაკიკის სხვადასხვა ტიპის სამკურნალოდ, მაგრამ Zavzpret პირველია, რომელიც კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდის (CGRP) ცილას ბლოკავს. ეს უკანასკნელი თავის ტვინში გამოიყოფა და ანთების გამწვავებას უწყობს ხელს. მართალია, რამდენიმე წამალი ამასაც უზრუნველყოფს, მაგრამ თანმდევი პირღებინების სიმპტომის გამო მედიკამენტი მოქმედებას ვერ ასწრებს.

ამავდროულად, აღნიშნული პრეპარატი უპრობლემოდ გამოიყენება გულის დაავადებების მქონე ადამიანებში, რომლებიც სხვა ალტერნატივების მიღებას ვერ ახერხებენ — გვერდითი მოვლენების გამო.

ორი კვლევის ფარგლებში, ცდისპირებმა არ იცოდნენ, პლაცებოს იღებდნენ თუ რეალურ წამალს. ამგვარ პირობებში აღმოჩნდა, რომ Zavzpret გაცილებით ეფექტური იყო შაკიკის სიმპტომების შემსუბუქების კუთხით, ვიდრე პლაცებო. პირველ ექსპერიმენტში ადამიანთა 24%-ს 10 მილიგრამის შესხურებიდან 2 საათის შემდეგ ტკივილი არ აღენიშნებოდა; ხოლო პლაცებოს შემთხვევაში პროცენტული მაჩვენებელი 15%-მდე შემცირდა.

„როდესაც შაკიკის ტკივილი იჩენს თავს, მას ნეგატიური გავლენა აქვს პიროვნების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩემი პაციენტების უმეტესობაც იმის მიხედვით არჩევს წამალს, რამდენად სწრაფად მოქმედებს ის. ხოლო ზავპრეტი, როგორც ნაზალური სპრეი, გარდა სწრაფი და ეფექტური მოქმედებისა, შესანიშნავ ალტერნეტივას წარმოადგენს — არა მხოლოდ ტკივილის გაქრობის, არამედ პირღებინებისგან თავის არიდების კუთხით“, — ამბობს ახალი ინგლისის ნევროლოგიისა და თავის ტკივილის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორი ქეთლინ მულინი.

ძილის დარღვევა დემენციის მაღალ რისკზე მიგვითითებს — კვლევა

„კრედო ბანკი ონლაინ განვადების ბაზარზე ლიდერია!“