in

რევოლუცია ალცჰაიმერის დიაგნოსტირებაში — FDA-მ პირველი სისხლის ტესტი დაამტკიცა!

რამდენიმე დღის წინ ამერიკამ პირველი სისხლის ტესტი დაამტკიცა ალცჰაიმერისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ადრეულ ეტაპზე დაიწყონ მკურნალობა ახლად დამტკიცებული წამლებით, რომლებიც დამღუპველი ნევროლოგიური დაავადების ნელ პროგრესირებას შეაფერხებს. 

M2
M2

ტესტი Fujirebio Diagnostics-მა განავითარა და იგი სისხლში ორი ცილის თანაფარდობას ზომავს. ეს თანაფარდობა უკავშირდება ტვინში არსებულ ამილოიდებს — ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელ ნიშანს, რომელსაც აქამდე მხოლოდ ტვინის სკანირებებისა თუ ზურგის ტვინის სითხის ანალიზით ადგენდნენ.

ალცჰაიმერი ზემოქმედებს ძალიან ბევრ ადამიანზე, იმაზე მეტზე, ვიდრე მკერდისა თუ პროსტატის კიბო. იმის გათვალისწინებით, რომ 65 წლის ან უფრო ასაკიანი ადამიანების 10%-ს ალცჰაიმერი აქვს და ეს მაჩვენებელი 2050 წლისთვის გაორმაგდება, ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ახალი სამედიცინო პროდუქტები პაციენტებს დაეხმარება, — ამბობს მარტი მაკარი, Drug Administration Commissioner.

ამ ეტაპისთვის FDA-ის ალცჰაიმერისთვის დადასტურებული ორი საშუალება აქვს: Lecanemab და Donanemab, რომლებიც ე. წ. ამილოიდურ ფოლაქებს უმიზნებს და დადასტურებულია, რომ ანელებს კოგნიტიურ დაქვეითებას. მიუხედავად ამისა, ამ გზით დაავადების განკურნება არ ხდება. ინტრავენური ანტისხეულების თერაპიის მომხრეები კი ამბობენ, რომ თუ მკურნალობა დაავადების ადრეულ ეტაპზე დაიწყება, უკეთეს შედეგებს მივიღებთ.

საინტერესოა, რომ კლინიკურ კვლევებში სისხლის ანალიზით მიღებული შედეგი პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის (PET) ტვინის სკანირებისა და ზურგის ტვინის სითხის ანალიზს ესადაგებოდა.

დღევანდელი ნებართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოსტირებისთვის, რაც პაციენტებისთვის დაავადების ადრეულ ეტაპზე დადგენას ამარტივებს და პოტენციურად უფრო ხელმისაწვდომსაც ხდის, — აცხადებს მიშელ ტარვერი, FDA-დან.

აღსანიშნავია, რომ ალცჰაიმერის დაავადების დასადგენი სისხლის ანალიზის გამოყენება უკვე ჩვეულებრივ შეუძლიათ იმ პაციენტებში, რომელთაც კოგნიტიური დაქვეითება აღენიშნებათ. თუმცა, აუცილებელია, შედეგების ინტერპრეტაცია სხვა კლინიკურ ინფორმაციებთან ერთად მოხდეს.

ArtOa.io – კედლის ხელოვნების ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოში

OpenAI-მ Codex წარადგინა — ახალი AI გენერატორი მხოლოდ კოდირებისთვის