მსოფლიოში დაახლოებით 1,9 მილიონ ადამიანს აქვს ტიპი 1 დიაბეტი — მათ შორის, 200 000-ზე მეტი ბავშვია, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძვიან ამ დაავადებას. სამწუხაროდ, მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ მიაგნეს მისი განკურნებისა და პრევენციის გზებს, რის გამოც პაციენტებს ინსულინის მტკივნეული ინიექციების გაკეთება უწევთ.
თუმცა ახლა იმედის ნაპერწკალი გაჩნდა — სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ახლახან დაამტკიცა წამალი, რომელიც ხელს შეუწყობს დაავადების ორ წელზე მეტით გადადებას. პრეპარატი, სახელწოდებით Tzield, ეფექტურია დაავადების პროგრესირების შენელებაში. ეს „თავდამსხმელი“ უჯრედების დეაქტივაციისა და იმუნური სისტემის გაძლიერების გზით მიიღწევა.
პაციენტებს, რომლებიც მკურნალობას გადიან, 30-წუთიან ინფუზიების სერიას 14 დღის განმავლობაში იღებენ. როგორც კვლევებმა გამოავლინა, ასეთ კურსს ტიპი 1 დიაბეტის დიაგნოზის გადადება თვეებით და წლობით შეუძლია. უფრო კონკრეტულად, Zild-ის მიღების გარეშე პაციენტები კვლევის დაწყებიდან დაახლოებით 25 თვის შემდეგ დაავადდნენ; ხოლო პრეპარატის მოხმარების შემთხვევაში, ეს ვადა 50 თვემდე გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატმა შესაძლოა სრულად ვერ დაიცვას ხალხი დიაბეტისგან, მისი გამოვლენის გარკვეული პერიოდით გადავადებამ, შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს პაციენტებზე — განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებზე. თანაც, აშშ-ში ინსულინის ღირებულებამ არც ისე დაბალია და პირიქით, სულ უფრო იზრდება.